გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი პროკურატურის განცხადებას პოლიტიკურს უწოდებს.
"ეს უფრო წინასაარჩევნო კამპანიას ჰგავს და პოლიტიკური საკითხია", - აცხადებს კობაიძე და დასძენს, რომ
პროკურატურას ახალი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
"ეს უფრო წინასაარჩევნო კამპანიას ჰგავს და პოლიტიკური საკითხია. სამართლებრივ საკითხს რაც შეეხხება, მათ ახალი არაფერი წარმოუდგენიათ. რას ემსახურებოდა, რომ საქმე გამოყვეს და მერე, თითქოს საზოგადოებას დაანახეს, რომ რამეს აკეთებდნენ, ეს არ ვიცი და მათ უნდა ჰკითხოთ. ფაქტია, რომ მათი ქმედება პოლიტიკურ ჭრილშია განსახილველი. მტკიცებულებები, რომელიც წარმოდგენილია, არც ერთი მიუთითებს ტოიოტა ქემრის შემხებლობას შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით. დანარჩენი, დეტალები, როდესაც გამოყოფილი საქმის მასალებს გავეცნობით, თქვენთვისაც გახდება ცნობილი", - აცხადებს კობაიძე.
მასალის გამოყენების პირობები