დაღუპული გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სისხლის სამართლებრივ დევნაში სწორად და მართებულად და იურიდიულად გამართულად .
მისი თქმით, მათ რამდენჯერმე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია მძღოლთან დაკავშირებით და არ იცოდნენ დაზუსტებით, რა პოზიცია ჩამოლიბდებოდა საგამოძიებო ორგნოში მასთან მიმართებაში, თუმცა დღეს პროკურატურის გამართულ ბრიფინგზე ამ მეექვსე პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ საუბარი არ ყოფილა.
"დღესდღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც დღეს ჩვენთვის, ოჯახისთვის არის ცნობილი, ვფიქრობ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ სასამართლოში ამ საქმეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი პრობლემა", - ამბობს ნიკოლაძე.
მასალის გამოყენების პირობები