ივანიშვილის მმართველობა ის გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა - ირაკლი ღარიბაშვილი
18:10, 11 Aug, 2020     395

"ივანიშვილის მმართველობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხში მმართველი გუნდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, 2020 წელი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი იქნება.

"2020 წელს პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი გვიდგება. 2020 წლის ოქტომბერში კიდევ ერთხელ უნდა გავამყაროთ ის მონაპოვარი, რომელიც ყველამ ერთად მოვიპოვეთ. ეს არის მშვიდობა, უპრეცედენტო, 8-წლიანი სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, 30 წლის განმავლობაში არ გამოუცდია.

ყველას გავახსენოთ კიდევ ერთხელ, ყველა მმართველის პირობებში, ჩვენმა ხალხმა გამოსცადა ომი, ნგრევა, დესტაბილიზაცია, მუდმივი ქაოსი, მუდმივი დაპირისპირება. და კიდევ გავიმეორებ, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება. თავისუფლებას გისურვებთ ჩვენო მეგობრებო და გისურვებთ გამარჯვებას. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად, ოქტომბრის თვეში კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ საერთო გამარჯვებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42