"როცა მუშაობდა, სულ გვერდით ვეჯექი...იმდენ რამეს ვხედავ და ვისმენ, აღარ შემიძლია" - თამარ ბაჩალიაშვილის ძმის პირველი ინტერვიუ
09:55, 12 Aug, 2020     3733

თამარ ბაჩალიაშვილის ძმა გიორგი ბაჩალიაშვილი პირველი საჯარო განცხადების შემდეგ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს მისი ოჯახისა და დის შესახებ.

"ჩვენს ოჯახზე არაერთი შეურაცხმყოფელი რამ გავრცელდა. ეს ვეღარ ავიტ­ანე და პირველად გამოვთქვი საჯაროდ ჩემი გულისტკივილი. მამაჩემი მოძალადე­ არ არის. კამათი ყველა ოჯახში ხდება. თითქოს მე და ჩემი და ძალადობის მსხვე­რპლი ვიყავით, სიცრუეა. მე და თამუნა სულ ხელჩაკიდებული ვიყავით, ყოველთვის, რასაც ის განიცდიდა, იმავეს განვიცდიდი მეც დამერწმუნეთ, არაფრის მსხვერპლი არ ვყოფილვართ, არც ძალადობა გვინახავს ოჯახში.

როცა მუშაობდა, სულ გვერდით ვეჯექი. იყო შემთხვევები, რაღაც არ გამოსდიოდა და ნერვები ეშლებოდა. გულჩათხრობილი და დეპრესიული არ მახსოვს. თვითმკვლელობას იმიტომ გამოვრიცხავ, რომ ჩემს დას კარგად ვიცნობდი. ჩემი და სულ საქმეში რომ იყო ჩართული.

ბინძურ დეზი­ნფორმაციას ავრცელებენ, მაგრამ ვინ ავრცელებს და რა მიზნით, არ ვიცი. მინდა დასრულდეს ეს კამპანია. ამდენ ხანს ჩუმად­ ვიყავი, მაგრამ იმდენ რამეს ვხედავ და ვისმენ, აღარ შემიძლია.

- ბაჩანა ლობჟანიძე შენთან თუ უხსენებია თამუნას?

- ამ ტრაგედიამდე მისი სახელი არ მსმენია. არ ვიცი, ვინ არის და რა უნდა.

- ელექტროშოკერი რაში სჭირდებოდა თამარს, არ უთქვამს?

- არა, მაგრამ ჩემი და სულ საქმეში რომ იყო ჩართული, არც მე ვიყავი წინააღმდეგი ჰქონოდა, ჩვეულებრივი თავდაცვის საშუალებაა. დღეს ბევრ ახალგაზრდას აქვს ელექტროშოკერი."

"კვირის პალიტრა"





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42