გორში თიბისის დახმარებით მარწყვის სათბურები გაშენდება
13:05, 12 Aug, 2020     540

ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მარწყვის სათბურების მფლობელია. თიბისის მხარდაჭერით ფერმერი მეურნეობას მნიშვნელოვნად აფართოებს და მეზობელ სოფელ რეხაში 15-მდე ახალ სათბურს აშენებს. შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობით ფერმერი ბაღების გაშენებას სოფელ კარალეთშიც აპირებს - 3 ჰა ფართობზე ჟოლოს, ხოლო 1 ჰა ფართობზე მსხლის ნერგების დარგვა იგეგმება.

„ჩემი ამოცანაა, როგორც ფერმერის მაქსიმალურად ბიოპროდუქტი მივიღო და შევთავაზო ბაზარს, რადგან მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ნატურალურ და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. ბიზნესის განვითარებასაც ამ მიმართულებით ვგეგმავ,” - ამბობს ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი.

მარწყვის ჯიში, რომელიც აქ არის გაშენებული, თურქეთში გამოიყვანეს ალბიონისა და სან-ანდრეასის შეჯვარების შედეგად. ახალი ჯიშის მარწყვი პირველად სწორედ გორის რაიონში დაირგო და როგორც ფერმერი ამბობს, ძალიან გაამართლა.

„ჩვენი მარწყვი თითქმის მთელი წლის განმავლობაში მსხმოიარეა, მხოლოდ 3-დან 3 თვენახევარი ისვენებს, ისიც ზამთრის პერიოდში. ერთი ნერგი 800 გრამიდან 1 კილოგრამამდე მარწყვს გვაძლევს,“ - ამბობს ფერმერი.

პროდუქციის რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს, ერთი კილოგრამი მარწყვის საბითუმო ფასი 10 ლარია. მომავალში ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, დასაფასოებელი დანადგარების შეძენასაც აპირებს, რომ ბიოლოგიურად სუფთა მარწყვის თუ სხვა ხილის საცალო გაყიდვებიც შეძლოს.

ახლა მარწყვის სათბურებში ნერგების გამოყვანა მიმდინარეობს, რამაზ ყაყიტაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ნერგების შემოტანა შეფერხდა, ამიტომაც თავად გადაწყვიტა მათი გამოყვანა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42