საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში, სოფელ დვაბზუში წისქვილი აშენდა
13:15, 12 Aug, 2020     521

12 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას რეგიონებშიც განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით შპს გურიელმა გურიაში, სოფელ დვაბზუში წისქვილი ააშენა. წისქვილი თვეში 10 ტონამდე მარცვლეულს ამუშავებს და შემდგომ რეალიზაციას უწევს გადამუშავებულ პროდუქციას. კომპანია აქამდეც ახდენდა ფქვილის რეალიზაციას, თუმცა მას არ ჰქონდა საკუთარი წისქვილი და სხვა წისქვილების მომსახურებით სარგებლობდა. ბიზნესის განვითარების მიზნით შპს გურიელმა ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო, რაშიც ბანკმა სრული მხარდაჭერა გაუწია. ინვესტიციის მოცულობამ 45 000 ლარს მიაღწია. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 5 ადამიანი.

„საქართველოს ბანკი პასუხისმგებლობით ეკიდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკი მუდმივად მზად არის წაახალისოს განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები. სწორედ ასეთია შპს გურიელი, რომელიც არ ჩერდება და ცდილობს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები შექმნას. ბანკისთვის ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის რეგიონებში წახალისება და ამ მიზნით ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული. ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესების წახალისებას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42