საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრი აშენდა
15:36, 12 Aug, 2020     579

12 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა აბაშაში, გამსახურდიას ქუჩაზე სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრის მშენებლობაში ფინანსური თანამონაწილეობა მიიღო. ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესი პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა და საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. თვის ბოლოს კი ცენტრი უკვე სრული დატვირთვით ამუშავდება. საწყის ეტაპზე ობიექტზე დასაქმდება 8 თანამშრომელი, თუმცა მათი რიცხვი სავაჭრო ცენტრის გახსნის შემდეგ 20-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ინვესტიციის საერთო მოცულობა 110,000 დოლარს შეადგენს. ინვესტიციაში თანამონაწილეობა ბანკის მხრიდან 60,000 ევროა.

„საქართველოს ბანკის ხელშეწყობით რეგიონში კიდევ ერთი ბიზნესი იწყებს ფუნქციონირებას. კერძოდ, აბაშაში სულ მალე მასალების სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. მსგავსი ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური აქტივობების წახალისებას, ახალ სამუშაო ადგილების შექმნას. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენს ბიზნესებთან გრძელვადიანი პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42