“ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას იწყებს
17:52, 12 Aug, 2020     376
“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა 18:00 საათზე, მცხეთაში, არსუკიძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე გაიმართება.
კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას პარტიის ლიდერების და წევრების გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კანდიდატების წარდგენის ღონისძიების შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე პარტიისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ „ლელო“ მოდის ძალიან კონკრეტული ხედვებით, ახალი ენერგიით, ახალი სახეებით და ადამიანებით, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან სუფთა, მაგრამ არა ცარიელი ხელებით. ეს არის მშრომელი და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები და ერთი იდეაა, რომ დროა, საქართველო გახდეს გამარჯვებული ქვეყანა, ჩვენ შეგვარჩვიეს დამარცხებას და უკან დახევას. ეს უნდა დასრულდეს და დაიწყოს გამარჯვების ახალი ეპოქა საქართველოსთვის და ამაში "ლელო" ძალიან სერიოზულ წვლილს შეიტანს,“-განაცხადა ნაცვლიშვილმა. „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე ისაუბრა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამაც. მისი თქმით, „ ლელო“ საკუთარი ქვეყნისთვის ძლიერ და პრინციპულ გუნდს ქმნის. „განწყობა სრულიად შესანიშნავია, დღეს ჩვენ წარვადგენთ ძალიან ძლიერ, ძალიან პრინციპულ გუნდს, რომელიც იბრძოლებს აბსოლუტურად შეუპოვრად იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა განახლდეს და ვაპირებთ, რომ მოვიგოთ აბსოლუტურად ყველა ოლქი,“-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42