აშშ-ში, ჩრდილო კაროლინის შტატში მამაკაცი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ თავისი ჩიხუახუას ჯიშის ძაღლს დაუბრუნდა, რომელიც საზოგადოებამ დიდი პატივით შეამკო მას შემდეგ, რაც მან თავისი პატრონი ინსულტის დროს სიკვდილისგან იხსნა.
საზღვაო ძალების ყოფილმა ვეტერანმა, რუდი არმსტრონგმა, რომელიც მცურავ სახლში თავის ძაღლთან ბოო-ბოოსთან ერთად ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ იგრძნო რომ ჩაქცევა განუვითარდა თავის ტვინში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე კი ვერ შეძლო ტელეფონთან მისვლა- ფეხები და მხრები გაუშეშდა. მამაკაცმა თავის ძაღლს სთხოვა, რომ ვინმე მოეყვანა დასახმარებლად.
ბო-ბო გაიქცა და გარკვეული ხნის შემდეგ ნავსადგურის ოსტატთან ერთად დაბრუნდა, რომელმაც დაუყოვნებლივ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. არმსტრონგის განცხადებით, მას სჯეროდა, რომ ბოო-ბოო მის სიცოცხლეს გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად გადაარჩენდა. ყოფილი სამხედრო საავადმყოფოში დააწვინეს, 5 დღის შემდეგ კი იგი თავის ძაღლსა და სახლს დაუბრუნდა.
„ცხარე ცრემლებით ვტიროდი, როდესაც ჩემს ძაღლს შევხვდი“- განაცხადა არმსტრონგმა
მასალის გამოყენების პირობები