გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, ყველაზე დიდ პარტნიორად კი - აშშ-ს - IRI
18:44, 12 Aug, 2020     566

საერთაშორსო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის მიერ საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა 82 % ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

კითხვაზე „რომელ ქვეყანას მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ პარტნიორად? რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ საფრთხეს“, გამოკითხულთა უმეტესობამ ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად აშშ დაასახელა, ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ კი - რუსეთი.

გამოკითხულთა 82 % ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, 65 %-ის აზრით კი საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტნიორი შეერთებული შტატებია.

მოქალაქეების 70%-ის აზრით, ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, გამოკითხულთა 51%-ი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორი შეერთებული შტატებია.

კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირ ინტერვიუს სახით ჩატარდა. კვლევამ საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42