მოსახლეობის 73% კოალიციურ მთავრობას ემხრობა - IRI
19:08, 12 Aug, 2020     464

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა კოალიციური მთავრობის მომხრეა.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე - "ეთანხმებით თუ არა დებულებას, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღია, რამდენიმე პარტიისგან შემდგარი მთავრობის ყოლა?" – 34% პასუხობს, რომ სრულად ეთანხმება, 39% კი - ნაწილობრივ. ამასთან, 13% ამ დებულებას ნაწილობრივ არ ეთანხმება, ხოლო 6% - სრულად. 9%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თამარს ხელი მიუწვდებოდა სერიოზულ ინფორმაციაზე, თვითონაც იყო ინფორმაციის მატარებელი – ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში
"გაიტყუა სახლიდან, სახის დასახიჩრება უნდოდა, შენ ლამაზი ხარ სხვამ არ უნდა გიყუროსო...ცოლი მოკლა და მისივე ფულით ადგილიდან მიიმალა" - ქმრის მიერ მოკლული გოგოს და (ვიდეო)
ჭიათურაში სასულიერო პირი ტრენაჟორებზე ვარჯიშისას დაიღუპა
მკვლელობა კასპში - მამაკაცმა საკუთარ სახლში ორ ადამიანს ცეცხლი გაუხსნა
მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც არასდროს გიღალატებენ
20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გლდანულის პარკში გაოფენილი “ოცნების“ დროშების გამო ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათზე ძალადობა! - „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება
ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
პარტია "რეფორმერი" საპარლამენტო არჩევნებში ნომერი 13 -ით მიიღებს მონაწილეობას
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42