პოლიციამ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
11:32, 06 Sep, 2020     656
პოლიციამ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცეებს.


"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ე.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს - 2001 წელს დაბადებულ ვ.გ.-ს და 2003 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამკურნალო დაწესებულებაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოსა და რუსეთის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო
განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მორიგი ვიდეო
"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს განვითარება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე
"ეს იყო ჩვენი შეცდომა, ცოტა პოპულისტური გადაწყვეტილება.." - პაატა იმნაძე
ავარია წალენჯიხაში - 6 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს - სერგი კაპანაძე
იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს, შვედ და რუს ბიზნესმენებს შორის შუამავალია - სკანდალური ვიდეოჩანაწერი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42