შეიარაღებულმა პირებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონიდან ბიზნესმენი გაიტაცეს
21:50, 06 Sep, 2020     1096

რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 58 წლის ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ინფორმაციას ადასტურებს რადიო „ეხო კავკაზას“ წყარო, რომელიც გატაცების დეტალებზე ჰყვება. მისი ინფორმაციით, გატაცებული ბიზნესმენი საბერიოს მკვიდრია და არის რუსეთის მოქალაქე. ის ცხოვრობს და მუშაობს სოჭში. ბიზნესმენს საბერიოში კერძო სახლი აქვს, სადაც დროდადრო ჩადის.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, წუხელ 22:00 საათზე ოთხმა შეიარაღებულმა პირმა გააჩერა ბიზნესმენის მანქანა და აიძულა ტრანსპორტი ენგურჰესის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზისკენ წაეყვანა. იმ იმედით, რომ ვინმე შენიშნავდა და დახმარებას გაუწევდა, ჯემალ სოსელიამ ავტომობილი ელექტროსადგურის მიმართულებით წაიყვანა. წყარო „ეხო კავკაზას“ უყვება, რომ ამის გამო გამტაცებლებმა ბიზნესმენს სცემეს, მათ დასისხლიანებული და სავარაუდოდ უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიზნესმენის ტრანსპორტიდან გადმოყვანა სცადეს. ამავე წყაროს ცნობით, ფაქტის თვითმხილველი გახდა ენგურჰესის 2 თანამშრომელი, რომლებმაც ბიზნესმენის დახმარება სცადეს, თუმცა გამტაცებლებმა მათაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ჩამოართვეს ტელეფონები. თავად სოსელია კვლავ ავტომობილში ჩასვეს და ტყვარჩელის მიმართულებით დაიძრნენ იმ მონაკვეთისკენ საიდანაც დანარჩენ საქართველოში გადასვლაა შესაძლებელი. ვრცელდება ცნობა, რომ სწორედ ამ გზაზე იპოვეს სოსელიას ავტომობილიც. „ეხო კავკაზას“ წყარო ირწმუნება, რომ „ბოროტმოქმედები ქართულად და მეგრულად საუბრობდნენ“.

გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი თემურ ნადარაია დარწმუნებულია, რომ გამტაცებლები „ქართული ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან“. მან „ეხო კავკაზასთან“ საუბარში განაცხადა, რომ 2014, 2013, 2012 წლებში გალის რაიონიდან თითქმის ყოველდღიურად იტაცებდნენ ადამიანებს, დანაშაულს კი „საქართველოდან გადმოსული პირები სჩადიოდნენ“, რომლებსაც თანამზრახველები გალის რაიონში ჰყავდათ. თემურ ნადარაია მიიჩნევს, რომ ბიზნესმენის გატაცებაც ამ სქემით მოხდა.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გალის ტელევიზიაც. მათი ცნობით, გატაცებულის გამოსასყიდი თანხის თაობაზე შეტყობინება არ ყოფილა.

წყარო. "ეხო კავკაზა"





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"რას მაიმუნობთ თქვე საცოდავებო...ფეხებზე მკიდია თქვენი ცარიელი ციფრები… გადადეთ არჩევნები" – ხატია სიჭინავა მთავრობას მიმართავს
"უძვირფასესი საჩუქარი, მადლობა..." - რა აჩუქა ილია მეორემ გიორგი შაქარაშვილის იუბილარ დედას
არჩევნებზე არავინ დაინფიცირდება, საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკებს - თენგიზ ცერცვაძე
"პატრიოტთა ალიანსის" კველვაში "პატრიოტთა ალიანსი" პირველ ადგილზეა
თუ არ დავიცავთ რეგულაციებს იქნება ისეთი მატება, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს - აკაკი ზოიძე
"იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი, ოთახში იარეთ, ბუქნები აკეთეთ, ყველაფერი რაც ფეხი კუნთებს აამუშავებს..." - ინფექციონისტის რეკომენდაციები კოვიდის სახლში მკურნალობაზე
ახალციხეში კორონავირუსი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს დაუდასტურდა
20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით უზრუნველყოფს
კუბოებით რომ გვემუქრება, გამოჩნდა, რომ პირველი ტალღა გაზაფხულზე არ ყოფილა - გუგავა იმნაძეზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42