თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მორიგი საერთაშორისო აღიარება - თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE-ს) საპატიო წევრად არის არჩეული
15:03, 08 Sep, 2020     224

სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია (ტრადიციულად ცნობილი, როგორც ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია - AMEE, Association for Medical Education in Europe) მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა, რომლის კოორდინაციით და ხელმძღვანელობით ხორციელდება ყველა მნიშვნელოვანი ინოვაცია სამედიცინო განათლების სფეროში. AMEE ყოველწლიურად ატარებს კონფერენციებს, სადაც განიხილება სამედიცინო განათლებაში ახალი მეთოდოლოგიები, მიღწევები და მომავალი პერსპექტივები.

2020 წლის 7-9 სექტემბერს კოვიდ-19-ის პანდემიის გამო AMEE-ს კონფერენცია ვირტუალურ სივრცეში იმართება. მიუხედავად უჩვეულო ფორმატისა, კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 3000-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 93 ქვეყნიდან. პირველ დღეს კონფერენცია გახსნა AMEE-ს პრეზიდენტმა, პროფესორმა ტრევორ გიბსმა. შესავალი სიტყვის დასარულს AMEE-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამედიცინო განათლების განვითარებასა და ინოვაციების განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია არჩეულია AMEE-ს საპატიო წევრად. პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ საპასუხო სიტყვაში მადლობა გადაუხადა პროფესორ ტრევორ გიბსს მისი მოღვაწეობის ასეთი აღიარებისთვის, ხაზი გაუსვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და AMEE-ს შორის ტრადიციულ, მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება იყო 2019 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მსოფლიოში მესამე - რეგიონული მნიშვნელობის AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნა, სადაც რეგულარულად მიმდინარეობს ტრენინგები სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში.







მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
გზა რომელიც თამარ ბაჩალიაშვილმა გარდაცვალებამდე გაიარა - ვიდეო
თიბისი კაპიტალმა განახლებული, რიგით მეოთხე მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა
21-ე საუკუნეში, ადამინებს მათ ოჯახებთან ერთად არ უნდა უწევდეთ ცხოვრება ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში - ირმა ნადირაშვილი
ჩვენი კითხვა ეკონომიკის მინსიტრთან იქნება ის, თუ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობამ ეს თვითკმაყოფილი განწყობა საკუთარი მოქმედებების მიმართ შეცვალოს- გიგა ბოკერია
პარლამენტის წევრი, რომელიც საბიუჯეტო განხილვას ესწრებოდა, პორნოების ყურებით იყო გართული (ფოტო)
კრიზისის ერთადერთი გამოსავალი არის წნეხის სწრაფად დაწევა მოქალაქეებისათვის - გიგა ბოკერია
ქვეყანა რომ მიუახლოვდეს ნატოში ინტეგრაციას, არ უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელსაც გავრილოვი ჩამოჰყავს ქვეყანაში - სერგი კაპანაძე
პროკურატურა: ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოხდება
ეს მინისტრი არის ამ ჩაფლავებული ქართული ოცნების გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრი - სერგი კაპანაძე
ეს არის კრიზისიდან გამოყვანის, გარდამტეხი ცვლილებების კონკრეტული გეგმა დაფიქსირებული კონკრეტული ხელშეკრულებით - გიგი უგულავა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42