ავსტრალიელმა ქალმა, რომელსაც ქმარმა დაბადების დღეზე ლატარეის ბილეთი აჩუქა, აღმოაჩინა რომ მეუღლის იაფიანი საჩუქარი „გრანდიოზული“ გამოდგა, რომელმაც მას ჯეკპოტი, $ 3 მილიონი დოლარი მოაგებინა.
„ჩემმა ქმარმა ბილეთი დაბადების საჩუქრის სახის გადმომცა. ჩვენ ლატარეას ხშირად არ ვთამაშობთ, თუმცა იმ დღეს, როდესაც იუბილარი ვიყავი, მან ახირებულმა გადაწყვიტა მაღაზიაში შესულიყო, სადაც ჩემთვის ბილეთი იყიდა, რაზეც მითხრა: იგი საჭირო დროს, საჭირო ადგილას უნდა მოხვდეს. როდესაც გადმომცა ხუმრობით მითხრა, რომ ეს ბილეთი გამაბედნიერებდა“ - განაცხადა გამარჯვებულმა ქალმა ლატარეის ხელმძღვანელობასთან საუბრის დროს.
ქმრის ე.წ ხუმრობამ დაამტკიცა წინასწარმეტყველება, რომელმაც მას $2.9 მილიონი დოლარი მოაგებინა. იღბლიანმა გამდიდრებულმა ავსტრალიელმა ქალმა განაცხადა, რომ იგი პირველ რიგში თავის სამზარეულოს განაახლებს, რომლის შემდეგაც ტროპიკულ სანაპიროზე წავა დასასვენებლად ოჯახთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები