ჰაკერთა ჯგუფები რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან აქტიურად უტევენ დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიებს- ამის შესახებ ინფორმაციას MICROSOFT-ი ავრცელებს.
ბილ გეითსის მიერ დაფუძნებული კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც რუსეთიდან იგივე კიბერ კრიმინალთა ჯგუფები მონაწილეობენ აღნიშნულ თავდასხმებში, რომლებიც ადრე აქტიურად იყვნენ ჩართულნი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე ზემოქმედებით. ჰაკერთა მოქმედების მთავარ ტაქტიკას წარმოადგენს პოლიტიკოსთა ელექტრონული ფოსტის ანგარიშებზე აქტიური თავდასხმა და მნიშვნელოვანი ინფორმაციების მოძიება.
შეგახსენებთ, რომ 4 წლის წინ ზემოხსენებულმა რუსმა ჰაკერებმა დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერები გატეხეს და 20 000-მდე ელექტრონულ ფოსტაში არსებული წერილი ინტერნეტში საჯაროდ გამაოქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა აგრეთვე კონგრესის დემოკრატიული პარტიის ცალკელულ კომიტეტებზეც განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელი ჰაკერები აქტიურად ესხმიან თავს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიას, ხოლო ირანელთა სამიზნე დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაა.
მასალის გამოყენების პირობები