მოსახლეობის 57%-ს მთავრობისგან დახმარება არ მიუღია, ვინც მიიღო მათი 48% აცხადებს, რომ საკმარისი არ იყო - NDI-ის კვლევა
11:27, 14 Sep, 2020     719

NDI-ის კვლევა - მოსახლეობის 57 პროცენტი აცხადებს, რომ მას ან მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში მთავრობისგან ფინანსური დახმარება არ მიუღიათ. იმ 43 პროცენტიდან, რომელიც აცხადებს, რომ დახმარება მიიღო, 48 პროცენტისთვის დახმარება არასაკმარისი იყო, 52-სთვის კი საკმარისი.

ფოტო: NDI

გამოკითხულთა 29% თვლის, რომ ეკონომიკური ზიანის ფონზე მთავრობის მხრიდან გაცემული დახმარებებიდან ყველაზე მეტად მათ უმუშევრობის კომპენსაცია დაეხმარებოდათ. 26%-ის აზრით, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, 24%-ის აზრით კი დასაქმების პროგრამა.

ფოტო: NDI

კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული"- ბაჩალიაშვილების ადვოკატი
საზარელი ფაქტი საგარეჯოში - პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, მასზე ძალადობის ბრალდებით კი 1 პირია დაკავებული
მამაკაცმა ახალგაცნობილი ქალის შვილები გაუუპატიურა და დანით დაანაწევრა
ხმების დაცვის მექანიზმი და უკვე გამოკვეთილი დარღვევები - ოპოზიცია ედპ-ს ოფისში შეხვედრას მართავს
"ორივე ფილტვზე ანთება მაქვს, ვერაფრით ვმალავ შიშს" – ვიკა ბუკიას მდგომარეობა დამძიმდა
გორში მოკლული 19 წლის ახალგაზრდას დაკრძალვა - უმძიმესი კადრები (ვიდეო)
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კოვიდ19 სამ არასრულწლოვანს დაუდასტურდა
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა - ყველაზე ბევრი ინფიცირებული, 129 აჭარაში გამოვლინდა
გიჟია ეს გოგო, სულ გააფრინა - ნიკა გვარამია
19 წლის გოგო, რომელსაც 11 კაცი აუპატიურებდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი მე-6 სართულიდან გადააგდეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42