მათი თქმით, ხელისუფლებამ აგრეთვე მკაფიოდ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმების პირობებიც.
ევროპარლამენტართა ნაწილი, ძალზე დიდ საფრთხედ საქართველოსთვის აგრეთვე მიიჩნევს ოლიგარქ ივანიშვილის ჩრდილოვან მმართველობას. აღნიშნული მკაფიო მესიჯი ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააჟღერა- მისი აზრით, ივანიშვილის „ ჩრდილოვანი მმართველობა“ საფრთხეს უქმნის საქართველოს.
„ ჩვენ ბევრი გამოწვევა ვიხილეთ საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში- ჩვენ და თქვენი ჩართულობით კარგი იქნა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს არჩევნები გახლავთ გადამწყვეტი საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია, ზოგიერთი პრობლემა კიდევ დასაძლევია- საშინაო პოლიტიკაში მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. საგარეო კუთხით კი, რუსეთის უწყვეტი ჰიბრიდული ომი, მცოცავი ოკუპაცია და კიბერ თვდასხმები ქვეყანის უსაფრთხოებას ძირს უთხრის და საფრთხის ქვეშ აყენებს.
მასალის გამოყენების პირობები