ევროპარლამენტიდან იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც მწვავე განცხადებებით გამოირჩნენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გახლავთ აგრეთვე ანა ფოტიგა, რომელმაც მოუწოდა მთავრობას, სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს ოქტომბრის თვეში.
„დაბრკოლებებისა და სირთულეების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ მიმართულებას, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, აგრეთვე მოვუწოდებთ გიორგი რურუსა გათავისუფლებისკენ, რათა ამით 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს“- აღნიშნა ანა ფოტიგამ.
„მარტში პარტიების მიერ მიღწეული შეთანხმება, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხებოდა, არის სწორი ნაბიჯი და სრულად უნდა იყოს ამოქმედებული, რათა მოხდეს წინ წაწევა და პოლიტიკური პოლარიზების აღმოფხვრა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აფერხებდა პროგრესს საქართველოში. მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისგან და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროვებისგან. აგრეთვე უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ გარანტირებული იყოს მედია თავისუფლება- მოქლაქეები უნდა სარგებლობდნენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით . საქართველოში კანონის უზენაესობასთან, კორუფციასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები, რომლებიც აღმოფხვრას საჭიროებს.“- განაცხადა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა საკუთარი გამოსვლის დროს საქართველოზე საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები