“ჯიპიაი ჰოლდინგი” კორპორაციულ სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდ წილს ფლობს
14:20, 15 Sep, 2020     258

• 2020 წლის 6 თვეში კომპანიამ 39 637 411 ლარი მოიზიდა.

18.09.2020. თბილისი. საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით “ჯიპიაი ჰოლდინგს” კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით ბაზარზე ყველაზე დიდი - 20%- ანი წილი აქვს. 2020 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიამ კორპორაციული დაზღვევის პორთფელში 39 637 411 ლარი მოიზიდა, რაც 2019 წლის ორ კვარტალთან შედარებით 6%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობის ანგარიშის მიხედვით კომპანიას კორპორატიული დაზღვევის ბაზარზე ზრდა აქვს , როგორც სიცოცხლის ასევე არასიცოცხლის მიმართულებით სადაზღვევო პროდუქტებზე. კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით ჯიპიაი ინდუსტრიის ლიდერია და 23 383 164 ლარი მოზიდული პრემიით, ბაზრის 27%-ს იკავებს. 4%-ანი ზრდა აქვს კომპანიას კორპორატიული ავტო დაზღვევის პორტფელში. ამ მიმართულებით ჯიპიაიმ 3 970 127 ლარი პრემია მოიზიდა და ბაზრის 19,61% უჭირავს.

2020 წლის 6 თვის შედეგების მიხედვით, პანდემიის მიუხედავად, კორპორაციული სადაზღვევო ბაზარი 11%-ით გაიზარდა. კომპანიების მიერ მოზიდულმა ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ 197 665 396 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20 მლნ ლარით მეტია. ანგარიშიც მიხედვით კორპორაციული ბაზრის ზრდაც, ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევის წილის ზრდის ხარჯზე მოხდა. არასიცოცხლის მიმართულება კი კრიზისის ფონზე სადაზღვევო ინდუსტრიისთვის, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული"- ბაჩალიაშვილების ადვოკატი
საზარელი ფაქტი საგარეჯოში - პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, მასზე ძალადობის ბრალდებით კი 1 პირია დაკავებული
მამაკაცმა ახალგაცნობილი ქალის შვილები გაუუპატიურა და დანით დაანაწევრა
ხმების დაცვის მექანიზმი და უკვე გამოკვეთილი დარღვევები - ოპოზიცია ედპ-ს ოფისში შეხვედრას მართავს
"ორივე ფილტვზე ანთება მაქვს, ვერაფრით ვმალავ შიშს" – ვიკა ბუკიას მდგომარეობა დამძიმდა
გორში მოკლული 19 წლის ახალგაზრდას დაკრძალვა - უმძიმესი კადრები (ვიდეო)
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კოვიდ19 სამ არასრულწლოვანს დაუდასტურდა
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა - ყველაზე ბევრი ინფიცირებული, 129 აჭარაში გამოვლინდა
გიჟია ეს გოგო, სულ გააფრინა - ნიკა გვარამია
19 წლის გოგო, რომელსაც 11 კაცი აუპატიურებდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი მე-6 სართულიდან გადააგდეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42