"სიცხე მაქვს ყოველ საღამოს...გონება უარს ამბობს რეაობის მიღებაზე" – თეონა ცხომელიძე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
11:52, 16 Sep, 2020     1606
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე დღეა კორონავირუსს მკურნალობს. ის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სტატუსს აქვეყნებს:

"ძალიან ფრთხილად ვსუნთქავ, ოდნავ ზედმეტად თუ მომივიდა ხველა მეწყება. ვერ ვიტყვი რომ სუნთქვა გამიძნელდა, უბრალოდ სხვა ყველა თუ გაუცნობიერებლად სუნთქავს, მე ყოველ ჯერზე მახსენდება რომ სხეული ამას აკეთებს, წამში ერთხელ, თუ რამდენჯერაცაა. სიცხე მაქვს ყოველ საღამოს და ღამე, მიმაგდო. თუ ასე გაგრძელდება ფილტვების შემოწმება მოგვიწევს.

ნინოს ვეუბნები რომ ჩემი რეცეპტორია- კი ვჭამ, მაგრამ გემრიელია, მჟავე თუ ტკბილი ჩემი კოვიდ-მეზობელი მეუბნება. გუშინ სოფომ გველთევზით მომზადებული კერძი გამომიგზავნა, სულ ძალით გავასინჯე მეთქი მითხარი როგორია - გველებს ნუ მაჭმებო - გვქონდა ერთი ხორხოცი. გასინჯა ჩემი ხათრით, მაგრამ ვაი მაგ გასინჯვას. არ მოეწონა - მე კი არ მითხრა, თავის ვასასა შვილს ჩურხულით მოახსენა ვიდეიზარისას, გუშინ არ შევიმჩნიე, ჰო და - გავიგე, ნინო.

ექსპერიმენტი ჩავატარე: ვაშლი და მსხალი დავჭერი და თვალდახუჭულმა ვჭამე, მეთქი აბა თუ გავარჩევ, გავარჩიე - მსხალი უფრო რბილი იყო, გემო იდენტური 100%.

მედდა ლალი ახლა უფრო დიდ დისტანციაზე დარბის, გუშინ ერთი მთლიანი განყოფილება დაგვემატა. გახსნეს ორ ფრთიანი კარი და ალბათ 20 მეტრიანი დერეფანი, თავისი პალატებით შემოემატა ჩვენს ტერიტორიას. უკვე 25 ვართ, მძიმე ისევ ერთია, ისევ იმას გულვშემატკივრობთ ყველა და კიდევ პატარას, მეზობელი პალატიდან. წლის არაა, კარგია, როცა გაიზრდება ეს ამბები არ ემახსოვრება.

არის მომენტები როცა ძალიან გიჭირს ემოციურად. გონება უარს ამბობს რეაობის მიღებაზე და ეჭიდავები. ვხედავ როგორ ვეხუტები ბავშვებს, მერე წყდება სცენა და ასე მუდმივად... დაღამება განსაკუთრებით აუტანელია, ყველა თავის სახლში მიდის ამ დროს და შენ 4 კვადრატში უნდა ამოიხრჩო ისევ.

'რეზო და ბავშვების' რეზომ 4 ახალი ტრეკი გამომიგზავნა, ინჰალაციისას ვუსმენ ხოლმე ყურსასმენებში, წამლების შესუნთქვისას მარტო მე ვღიღინებ ალბათ. ყველა თავისი მიმართულებით რომ ცდილობს დაგეხმაროს, გულისამაჩუყებელია ძალაინ და აქ როგორც აქამდეც გითხარით განსაკუთრებით ემოციური ხარ ადამიანი. გუშინ სადღაც ფოიერვერკი იყო და ვიტირე", – წერს ცხომელიძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
19 წლის გოგო, რომელსაც 11 კაცი აუპატიურებდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი მე-6 სართულიდან გადააგდეს
ქვეყანაში კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყო? - ბოლო 24 საათში ინფექციის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კარგად დააკვირდით ფოტოს - 64 წლის ციალა ბექაურს ოჯახი მესამე კვირაა ეძებს
სპეცოპერაცია თბილისსა და მარენულში - დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი
თავდასხმა ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბზე - ჩამსხვრეულია შუშები და დაზიანებულია ინვენტარი
ისანში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ქალი გაათავისუფლეს
ისანში საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს
საპროტესტო აქცია ისანში - მოსახლეობამ გზა გადაკეტა
ლუკაშენკომ ლიტვასთან და პოლონეთთან საზღვარი ჩაკეტა
“ძალიან მინდა შევქმნა მეორე ოჯახი, ეს უნდა იყოს საბოლოო” – ნინი ბადურაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42