"ლელოს" გეგმა მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად
12:15, 16 Sep, 2020     138

"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა ევროპის მოედნის ამფითეატრში ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ, რომელსაც ,,ლელოს" "მარშალის ახალი გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციისთვის" გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.

პარტიის ლიდერებმა ისნის მაცხოვრებლებთან ერთად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. მათ შორის ახალგაზრდობის პრობლემებსა და მრავალშვილიანი ოჯახების ყოველდღიურობაზე იმსჯელეს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მრავალშვილიანი დედებისა და ოჯახების საკითხს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

"მე თვითონ მრავალშვილიანი ვარ, 5 შვილი მყავს, მაგრამ მრავალშვილიანი დედების თემას რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს ცალსახაა. ვიცი, როგორ არსებობენ ისინი,როგორ მუშაობენ და ცხოვრობენ. სოციალიზაციას, აზრების გაზიარებას, სოლიდარობას და მხარდაჭერას აქვს დიდი ეფექტი. მრავალშვილიანმა მშობლებმა არ უნდა იგრძნონ და ვიღაცამ არ უთხრას, თუ რად უნდოდათ ამდენი შვილი, თუ მათი რჩენა არ შეეძლოთ, ეს მენტალობა უნდა შეიცვალოს,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისთვის კი "ლელოს" თავმჯდომარემ პარტიის მიერ მათთვის შეთავაზებულ პროგრამაზე ისაუბრა.

"უნდა დავეხმაროთ და გავაძლიეროთ ახალგაზრდები, პირველი სამსახურით, რაც სახელმწიფოს და კერძო სექტორის მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ მთავარი მიზანი იქნება, ის რომ ახალგაზრდა ოჯახებს დავეხმაროთ, რათა შეძლონ ბინის შეძენა.

იქირავე და გახდი მესაკუთრე, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალ დაოჯახებულები შეძლებენ ბინის შეძენას. ჩვენ შემოვიღებთ ბარათ 25-ს, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს უზარმაზარ შეღავათებს, მაგალითად ტრანსპორტში, რათა გადაადგილდნენ უფასოდ. ჩემს დროს იყო სტუდენტური ბილეთი, რომელიც გაძლევდა ფასდაკლებას. უნდა იყოს სპეციალური ფასდაკლება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე. ჩვენ უნდა მივმართოთ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და კულტურული განვითარებისკენ. ანალოგიური ბარათები დამზადდება არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ მათი ბებიისთვის და ბაბუებისთვის - ბარათი 65+, რითაც შეეძლებათ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ღონისძიებაზე ისნის მოსახლეობას სიტყვით მათმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ მიმართა. გალდავამ იმ უიმედობაზე, სიღარიბესა და გაჭირვებაზე ილაპარაკა, რომლის წინაშეც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილია.

"უიმედობა, სიღარიბე, ბავშვთა შიმშილი, ოკუპანტის მიმართ მავნებლური და დანაშაულებრივი პოლიტიკა. ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი იმედი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მზად არის, ხელში აიღოს ქვეყნის მმართველობა და შექმნას ისეთი სახელმწიფო, სადაც მოქალაქე იქნება დაცული და პასუხისმგებლიანი სახელმწიფო. ,,ლელო" დადებს თავისი გამარჯვების ლელოს,"- განაცხადა





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული"- ბაჩალიაშვილების ადვოკატი
საზარელი ფაქტი საგარეჯოში - პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, მასზე ძალადობის ბრალდებით კი 1 პირია დაკავებული
მამაკაცმა ახალგაცნობილი ქალის შვილები გაუუპატიურა და დანით დაანაწევრა
ხმების დაცვის მექანიზმი და უკვე გამოკვეთილი დარღვევები - ოპოზიცია ედპ-ს ოფისში შეხვედრას მართავს
"ორივე ფილტვზე ანთება მაქვს, ვერაფრით ვმალავ შიშს" – ვიკა ბუკიას მდგომარეობა დამძიმდა
გორში მოკლული 19 წლის ახალგაზრდას დაკრძალვა - უმძიმესი კადრები (ვიდეო)
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კოვიდ19 სამ არასრულწლოვანს დაუდასტურდა
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა - ყველაზე ბევრი ინფიცირებული, 129 აჭარაში გამოვლინდა
გიჟია ეს გოგო, სულ გააფრინა - ნიკა გვარამია
19 წლის გოგო, რომელსაც 11 კაცი აუპატიურებდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი მე-6 სართულიდან გადააგდეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42