ქართული ოცნება ნაცვლად იმისა, რომ ფული დაზოგოს და ის მოახმაროს ხალხს, ის ამ ფულს ახმარს ბიუროკრატიას და თავის პარტიულ აქტივს - სერგი კაპანაძე
12:17, 16 Sep, 2020     101

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლების მხრიდან ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდაზე საუბრობს.

სერგი კაპანაძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ კრიზისის დროს, ხელისუფლებას შეემცირებინა ბიუროკრატიული ხარჯები და ის სოციალური დახმარებებისაკენ გადაემისამართებინა, შტატგარეშე მოსამსახურეებისა და ბიუროკრარტიული ხარჯების რიცხვი გაიზარდა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ თანხა, რომელიც უნდა დარჩეს ეკონომიკაში, ყოველწლიურად მიდის ბიუროკრატების ჯიბეში. სერგი კაპანაძის თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და კონკრეტული ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა შემცირდეს ეს ხარჯები.

„გასაჯაროვდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა, თუ როგორ იხარჯება და იფლანგება ჩვენი ფული საჯარო უწყებებში. ამ კვლევის შედეგები შემაშფოთებელია და ეხება სწორედ იმას, რაზეც ევროპული საქართველო წლების განმავლობაში საუბრობს, რომ არის საჭიროება, რომ რადიკალურად შემცირდეს სამთავრობო ხარჯები. ეს ფული უნდა დარჩეს ეკონომიკაში და მოხმარდეს ხალხს და არა დაქირავებულ, შტატგარეშე მოსამსახურეებს.

როგორც აღმოჩნდა, წლიდან წლამდე იზრდება საშუალოდ 12%-ით იზრდება შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება სახელმწიფო უწყებებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ნაცვლად იმისა, რომ ფული დაზოგოს და ფული მოახმაროს ხალხს, ის ამ ფულს ახმარს ბიუროკრატიას და თავის პარტიულ აქტივს.

მარტო წელს, კორონას პირობებშიც კი, ნაცვლად იმისა, რომ წელს მაინც მოეჭირათ ქამრები,როგორც ეს ევროპულმა საქართველომ შეთავაზა მათ, წელსაც ხელისუფლებამ გაზარდა ბიუროკრატიული ხარჯები 20 მლნ. ლარით, ვიდრე ეს წინა წლის 6 თვეში იყო. ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ამ ფულს, არ ირჩევიან რაიმე კონკურსის წესით და იღებენ ძალიან დიდ ხელფასს. ეს თანხა შეიძლება გამოყენებულიყო მრავალ დარგში.

ევროპული საქართველოს გეგმის მიხედვით, ეს ხარჯი, ბიუროკრატიული ხარჯი, შემცირდება 2 მლრდ. ლარით, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თანხა დარჩება ეკონომიკას, ხალხს და არა ქართული ოცნების თანამდებობის პირებს და მათ ოჯახებს.“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ქვეყანაში კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყო? - ბოლო 24 საათში ინფექციის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კარგად დააკვირდით ფოტოს - 64 წლის ციალა ბექაურს ოჯახი მესამე კვირაა ეძებს
სპეცოპერაცია თბილისსა და მარენულში - დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი
თავდასხმა ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბზე - ჩამსხვრეულია შუშები და დაზიანებულია ინვენტარი
ისანში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ქალი გაათავისუფლეს
ისანში საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს
საპროტესტო აქცია ისანში - მოსახლეობამ გზა გადაკეტა
ლუკაშენკომ ლიტვასთან და პოლონეთთან საზღვარი ჩაკეტა
“ძალიან მინდა შევქმნა მეორე ოჯახი, ეს უნდა იყოს საბოლოო” – ნინი ბადურაშვილი
ივანიშვილი ყოველ დილით პარიზიდან იწერს კრუასანს, რომ კაპუჩინოს მიაყოლოს - შალვა ნათელაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42