როგორც ჩანს, ძალადობის გამოყენება, დაშინება, მოსყიდვასთან ერთად, არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა ბიძინა ივანიშვილს - სერგი კაპანაძე.
12:19, 16 Sep, 2020     109

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე დაშინებასა და მუქარაზე საუბრობს.

სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას დარჩა მხოლოდ დაშინებისა და მოსყიდვის ინსტრუმენტები არჩევნების მოსაგებად. კაპანაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ევროპული საქართველოს მხარდამჭერები არ უშინდებიან ამგავრი ტიპის დაშინებებს და არიან მზად გარდამტეხი ცვლილებევბისთვის.

„როგორც ჩანს, ქართული ოცნება აპირებს რომ ჩაატაროს ისეთივე ტიპის არჩევნები, ისეთივე ქმედებებისა და ნაბიჯების გადადგმით, როგორც ეს ხდებოდა წინა არჩევნების დროს, ანუ დაშინების და მოსყიდვის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ კამპანია ჯერ რამდენიმე დღეა დაიწყო, ამის სიმპტომები უკვე არის. კერძოდ, ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის აქტივისტების დაშინების მცდელობები, მათ შორის ევროპული საქართველოს აქტივისტების შეშინების მცდელობები ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ გაუსწორდნენ ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის აქტივს. როგორც ჩანს, ძალადობის გამოყენება, დაშინება, მოსყიდვასთან ერთად, არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა ბიძინა ივანიშვილს.

კვლევები, რომლებიც ქვეყნდება ბოლო დღეების განმავლობაში, ამას მეტყველებს, რომ მათი რეიტინგი მოდის ქვემოთ და იმის ფონზე, რომ ვერ გაართვეს თავი ვერც კორონასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და შეწირეს ეკონომიკა, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ იყო და ეხლა ხედავენ, რომ ხალხი გაბრაზებულია, ისინი ამგვარი ნაბიჯებით აპირებენ ფონს გასვლას.

ყველა ეს დარღვევა იქნება აღრიცხული და მიწოდებული საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩვენ მიერ და ყველა ამ დარღვევის მიუხედავად, ჩვენი აქტივისტები და მხარდამჭერები ძალიან მხნედ არიან და არ აპირებბენ გაჩერებას და დამორჩილებას. იმედი მაქვს, რომ იგივე განწყობაა სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. ესეთი ტიპის აგონია და გამოხტომები კი ვერ უშველის ივანიშვილს ამ არჩევნებზე.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული"- ბაჩალიაშვილების ადვოკატი
საზარელი ფაქტი საგარეჯოში - პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, მასზე ძალადობის ბრალდებით კი 1 პირია დაკავებული
მამაკაცმა ახალგაცნობილი ქალის შვილები გაუუპატიურა და დანით დაანაწევრა
ხმების დაცვის მექანიზმი და უკვე გამოკვეთილი დარღვევები - ოპოზიცია ედპ-ს ოფისში შეხვედრას მართავს
"ორივე ფილტვზე ანთება მაქვს, ვერაფრით ვმალავ შიშს" – ვიკა ბუკიას მდგომარეობა დამძიმდა
გორში მოკლული 19 წლის ახალგაზრდას დაკრძალვა - უმძიმესი კადრები (ვიდეო)
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კოვიდ19 სამ არასრულწლოვანს დაუდასტურდა
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა - ყველაზე ბევრი ინფიცირებული, 129 აჭარაში გამოვლინდა
გიჟია ეს გოგო, სულ გააფრინა - ნიკა გვარამია
19 წლის გოგო, რომელსაც 11 კაცი აუპატიურებდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი მე-6 სართულიდან გადააგდეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42