თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის კორონავირუსით ინფიცირებას ადასტურებს
12:17, 16 Sep, 2020     333
თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის კორონავირუსით ინფიცირებას ადასტურებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ სენაკის მე-2 ბრიგადაში, კარანტინი არ გამოცხადებულა.


"სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა. სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო მომატებული რისკის ზონაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა.

​თავდაცვის უწყება მედია საშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაელოდონ უწყების ოფიციალურ პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ მედია საშუალებებმა არ მოახდინონ კონკრეტული სამხედრო ბაზის იდენტიფიცირება. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო, დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში"





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
COVID-19 - ირანის მთელი ტერიტორია საფრთხის წითელ დონედ გამოცხადდა
გურიაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კორონავირუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა
არ უნდათ გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა - თეონა თამაზაშვილი
პარტია "რეფორმერი" სტუდენტების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვს და პეტიციას აქვეყნებს
რადიკალი დაჯგუფების "ქართული მარშის" წევრებმა "ლელოს" ვაკის ოფისის ბლოკირება სცადეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42