რუსეთში, არქტიკის ზონაში ირმის მწყემსებმა დიდი გამყინვარების პერიოდში მცხოვრები დათვის ლეში აღმოაჩინეს. ათიათასობით წლის წინანდელი გარეული ცხოველის სხეული იპოვეს ლიხოვსკის კუნძულებზე, ჩრდილო აღმოსავლეთ რუსეთში.
მეცნიერების თქმით, დათვის კბილებისა და ცხვირის ფორმის გათვალისწინებით უნდა განეკუთვნებოდეს ყავისფერი დათვის სახეობას, რომელიც დედამიწაზე 22 000 – 39 500 წლის წინ ბინადრობდა. მტაცებელი ცხოველის სხეულს უკვე სწავლობენ ქალაქ იაკუტსკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფედერალურ უნივერსიტეტში. აღნიშნულ სასწავლებელში მოღვაწე მეცნიერები აქტიურად მუშაობენ და სწავლობენ მამონტებსა და სხვა პრეისტორიული სახეობის ცხოველებს.
აღნიშნული უნივერსიტეტში მომუშავე, პალეოანთოლოგ მეცნიერ ლენა გრიგორიევას თქმით, ყინვის შედეგად ცხოველის სხეული იდეალურადაა შენახული-მას ყველა შინაგანი ორგაო ადგილზე აქვს.
მასალის გამოყენების პირობები