ეს კვლევა, ისევე როგორც სხვა კვლევები, აჩვენებს, რომ ხალხში არის ცვლილებების მოლოდინი - სერგი კაპანაძე
12:45, 16 Sep, 2020     119

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „ედისონ რისერჩის“ კვლევას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, კვლევაში ჩანს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერამ იკლო და გაიზარდა ოპოზიციური ძალების რეიტინგი, მათ შორის, ევროპული საქართველოს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ როგორც ამ კვლევაში, ისე სხვა კვლევებში, ჩანს, რომ ხალხს აქვს გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი.

„ამ კვლევაში ჩანს რამდენიმე საინტერესო ტენდენცია, პირველი ის, რომ შემცირდა ქართული ოცნების მხარდაჭერა და გაიზარდა ოპოზიციური ძალების რეიტინგი და მათ შორის ევროპული საქართველო0ს მხარდაჭერამაც ერთი პუნქტით აიწია ზევით.

მეორე რაც ჩანს, არის ის, რომ განწყობა მთავრობის მიმართ არის ძალიან ნეგატიური და 60%-მდეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და რომლებიც ამბობენ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში არ უნდა იყოს ქართული ოცნება და უნდა იყონ სხვა პოლიტიკური ძალები.

მაჟორიტარული ოლქების ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ისეთ ოლქებში, სადაც შეთანხმებული კანდიდატები არიან, მათ აქვთ ძალიან კარგი შანსი, რომ დაამარცხონ ქართული ოცნება.

საბოლოო ჯამში, ეს კვლევა, ისევე როგორც სხვა კვლევები, აჩვენებს, რომ ხალხში არის ცვლილებების მოლოდინი და ამ ადამიანებს, რომელთაც აქვთ მოლოდინი, ამბობენ, რომ არჩევნებზე მიდიან, შესაბამისად, ძალიან დიდი აქტივობა იქნება, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოიტანა ამ ქვეყნისათვის, დასრულდება ოქტომბრის საპარლამენტო აღცევნებზე.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
COVID-19 - ირანის მთელი ტერიტორია საფრთხის წითელ დონედ გამოცხადდა
გურიაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კორონავირუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა
არ უნდათ გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა - თეონა თამაზაშვილი
პარტია "რეფორმერი" სტუდენტების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვს და პეტიციას აქვეყნებს
რადიკალი დაჯგუფების "ქართული მარშის" წევრებმა "ლელოს" ვაკის ოფისის ბლოკირება სცადეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42