ხელისუფლება გეგმაზომიერად ანგრევს ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას
13:16, 16 Sep, 2020     101
“ლელოს” გენერალური მდივანი და საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი განცხადება ნათლად ასახავს “ქართული ოცნების” “მუშაობის” სტილს. რადგან მმართველმა პარტიამ მოახერხა და საქართველოს შეუქმნა ჩრდილოვანი მმართველობის, პოლიტპატიმრებისა და მართული სასამართლოს ქვეყნის იმიჯი. “ევროპარლამენტარების განცხადებები ცხადყოფს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, შეექმნა საქართველოსთვის ისეთი ქვეყნის იმიჯი, სადაც არის ჩრდილოვანი მმართველობა, სადაც არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, სადაც არის კონტროლირებადი მედია და კონტროლირებადი სასამართლო. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ჩვენ შევაჩეროთ ქვეყნის იმიჯის ნგრევა და ეს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით გავისტუმროთ ოცდათერთმეტ ოქტომბერს. მე მინდა, მოვუწოდო დღევანდელ ხელისუფლებას, რომ შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ მაქსიმალური რაოდენობით ჩამოვიდნენ ქვეყანაში უცხოელი დამკვირვებლები. მათი არსებობა და მონაწილეობა არჩევნებში იქნება იმის გარანტი, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და მშვიდ გარემოში,”-განაცახადა ბადრი ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
COVID-19 - ირანის მთელი ტერიტორია საფრთხის წითელ დონედ გამოცხადდა
გურიაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კორონავირუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა
არ უნდათ გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა - თეონა თამაზაშვილი
პარტია "რეფორმერი" სტუდენტების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვს და პეტიციას აქვეყნებს
რადიკალი დაჯგუფების "ქართული მარშის" წევრებმა "ლელოს" ვაკის ოფისის ბლოკირება სცადეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42