ბელარუსის ოპოზიციური ერთობის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უკრაინულ მედიაში ინტერვიუს დროს პირობა დადო, რომ იმ შემთხვევაში თუ ლუკაშენკოს მხრიდა მოხდება ძალაუფლების მშვდობიანი გადაცემა, მას უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტიებს მისცემენ.
„რა თქმა უნდა, თუ იგი ადამიანურად და მშვიდობიანად წავა დიახ, იგი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. იმის ალბათობა შეიძლება ითქვას, რომ დარწმუნებული ვარ იქნება, რომლის ფონზეც იგი უმტკივნეულოდ წავა“- აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მძიმე დარღვევებისა და ტოტალური გაყალბების ფაქტების ფონზე მიმდიანრეობდა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა არ აღიარეს ცესკოს მიერ დაწერილი შედეგები და დაიწყეს მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებიც პროფკავშირებისა და საჯარო მოხელეების ტოტალური გაფიცვების ფონზე დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები