რუსმა მასწავლებლებმა და ლექტორებმა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან მიიღეს ბრძანება, მოახდინონ ლგბტ სტუდენტების იდენტიფიცირება და დააკვირდნენ მათ ქცევებს აქტიურად, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამის შესახებ ინფორმაციას ებრაული გამოცემა, JPOST-ი LGBT NETWORK-ზე დაყრდნობით აქვეყნებს.
სტატიის თანახმად ირკვევა, რომ პეტერბუგის ნევის პროსპექტის საპოლიციო განყოფილებამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ყველა სკოლის მასწავლებელს დაავალა, 5-დან მე-11 კლასამდე მოსწავლეების ქცევებს დააკვირდნენ და გამოავლინონ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ბიჭები.
მასწავლებლებს დაავალეს, შექმნან მოსწავლეთა ინდივიდუალური დოსიები, კონკრეტული სახელებით, ფოტოებით, მისამართითა და ქცევითი პროფილებით და მიაწოდონ დოკუმენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მასალის გამოყენების პირობები