მკვლელობა ყაზბეგში - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
20:47, 16 Sep, 2020     671

ყაზბეგში, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.

პროკურატურამ მკვლელობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 14 სექტემბერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალის“ მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ა.მ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.გ.-ს, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.გ.-მ შურისძიების მოტივით, მოკლა ა.მ. სამართალდამცველებმა ვ.გ. 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ვ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოსა და რუსეთის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო
განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მორიგი ვიდეო
"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს განვითარება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე
"ეს იყო ჩვენი შეცდომა, ცოტა პოპულისტური გადაწყვეტილება.." - პაატა იმნაძე
ავარია წალენჯიხაში - 6 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს - სერგი კაპანაძე
იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს, შვედ და რუს ბიზნესმენებს შორის შუამავალია - სკანდალური ვიდეოჩანაწერი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42