თსუ-ს მედიკოსი დოქტორანტები აშშ-ში გადამზადებას გაივლიან
საზოგადოება - 11:00, 17 Sep, 2020     713

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 10 დოქტორანტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადებას გაივლის. ამის შესახებ ისაუბრეს ონლაინკონფერენციაზე, რომელშიც უცხოელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

თსუ ბაზაზე მომზადებული ათივე დოქტორანტი რვათვიან ტრენინგებს გაივლის აშშ-ში: პირველი ოთხი თვე ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, ხოლო მომდევნო 4 თვის განმავლობაში - ინტერნატურას ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში. დაგეგმილია მოკლევადიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც 30 პოსტ-დოქტორანტი / მოქმედი მკვლევარი მომზადდება იმპლემენტაციური კვლევების საკითხებში. აგრეთვე, გათვალისწინებულია თსუ სადოქტორო პროგრამის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ტრენინგების განსახორციელებლად იმპლემენტაციის მეცნიერების სფეროში.

პროექტის პარტნიორები არიან: აშშ ჯანმრთელობის დეპარტამენტი/ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი, ნიუ-ორკის შტატის უნივერსიტეტის დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრი, ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა, ნიუ-ორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტი, ნიუ-ორკის უნივერსიტეტის, გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ნარკომანიისა და აივ / C ჰეპატიტის კვლევის ცენტრი, თსუ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის კვლევის კავშირი, საერთაშორისო ფონდი კურაციო, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი.

2020 წლის ივნისიდან პარტნიორობამ ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის დაიწყო აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა/ტრეინინგი აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ განხორციელება. ხუთწლიანი პროექტის მთავარი მიზანია აივ კასკადის პირველ საფეხურზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციის მეცნიერებაში ქართველი მკვლევრების მომავალი თაობის ტრენინგის გზით განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42