უგანდის ციხიდან 219 პატიმარი გაიქცა- მათ დაცვა განაიარაღეს და 15-მდე ცეცხლსასროლი იარაღი წაიღეს. გაქცევის მცდელობის მომენტში უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებმა ორი მსჯავრდებული მოკლეს. აღნიშნული შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
ციხის თანამშრომელთა თქმით, პატიმრები შეიჭრნენ იარაღის საცავში და 15 AK-47-ის ტიპის ავტომატური შაშხანა 20 მჭიდითა და სამხედრო ამუნიციით გაიტაცეს. გაქცეულთა შორის არიან, მკვლელობაზე, ძარცვასა და გაუპატიურებაზე ბრალდებულებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკვე დაწყებულია მასშტაბური სამძებრო ოპერაცია დამნაშავეთა ციხეში დასაბრუნებლად.
„მათ მთელი ღამე ჰქონდათ გასაფანტად და დასამალად, რაც ართულებს ჩვენს ძალისხმევას, თუმცა ჩვენ მათ დავაკავებთ“- აცხადებენ უგანდის შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებიდან დღემდე უგანდაში ეს გახლავთ მესამე შემთხვევა, როდესაც პატიმრები გაიქცნენ ციხიდან
მასალის გამოყენების პირობები