ყველა ექსპერიმენტი უშედეგოდ მთავრდება, ვერაფერს ვგრძნობ - თეონა ცხომელიძე
COVID-19 - 13:32, 17 Sep, 2020     7431

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა მორიგ სტატუსს აქვეყნებს და მისი ჯანმრთელობის შესახებ წერს.

„#კოვიდინფიცირებული დღე 7

ორი დღეა პლაქველინი აღარ მიმიღია, მარტო ინჰალაცია და სისხლის გამათხელებელი, რომელსაც საღამოობით მიკეთებენ. ყნოსვა და გემო ისევ არ მაქვს, მცდელობასაც გავეშვი, ყველა ექსპერიმენტი უშედეგოდ მთავრდება, ვერაფერს ვგრძნობ. მთელი ცხოვრების ოცნება ამიხდა - სულ ერთია რას ვჭამ, შესაბამისად არ გავსუქდები. კორონა რომ გაქვს და წონაზე ღელავ ე.ი. ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

ისევ ფრთხილად ვსუნთქავ, ერთი კარგი ამოსუნთქვა და ხველა მახრჩობს. როგორც ექიმმა ამიხსნა ხველა ორგანიზმის დამცავი მექანიზმია და მის მკურნალობას ჯობია უბრალოდ გავუძლო, თუ რა თქმა უნდა ძალიან არ ვიტანჯები. არ ვიტანჯები, შესაბამისად წამალს არ ვსვამ. ზურგი ისევ მტკივა, მტკივა კი არა, მკლავს. ფეხები ისე აღარ. გუშინ პირველი ღამე იყო გამაყუჩებლის გარეშე, მეძინათქო ხმამაღალი ნათქვამია მივდი-მოვდიოდი. გამაყუჩებელი კოვიდ 19სას რეკომენდირებული არ არის.

მე ხომ თითქოს მხნედ ვარ?! მაგრამ არ გეგონით რომ ესაა კორონას ნამდვილი სახე. ნამდვილია რეანიმაცია, იქ ადამიანები გონზე ვერ მოყავთ და მიზეზი ზუსტად ის ინფექციაა რაც ახლა ჩემა სხეულშია. ამიტომ ნუიფიქრებთ რომ არაფერია, გაიკეთეთ პირვადე და დაიცავით წესები. რთული ხომ არაა? აქ გაძლებაა რთული.

ჩვენი პალატის კარს ვუყურებ, წარმომივიდგენ ხოლმე როგორ ვაღებ და გავდივარ სამუდამოდ. მსუბუქი პაციენტი ვარ და როგორ დავიწუწუნო, მაგრამ ყველაზე მეტად ამ გამოკეტილობაზე მინდა წუწუნი.

ნინო ყოველ დღე ესაუბრება თავისი კლასტერისებს, რამდენიმე აუცილებელი ვიდეო ხიდი უნდა შედგეს კლინიკიდან და კარანტინიდან. ერთი მიყვარს განსაკუთრებით - ნანუკა, 17 წლის, მგონი ინფექციურშია. რომ დარეკავს დიდი მხიარულებაა. გუშინ ვიდეო თვალით თავისი მედდა გვაჩვენა, უკიდურესად გადაფუთული, ჩვენი ლალი ეგრე ჩაცმული არ მოძრაობს. ნინო ეუბნება - მაგათ ისე აცვიათ, თქვენ მგონი მართლა კორონა გაქვთო - სართულს ესმოდა ჩვენი სიცილი.

მედდა ლალი მარტო აღარ არის, მედძმა დაემატა. კლინიკებზე ვსაუბრობდით, რომელი კარგია, რომელი ნაკლებად. ჩვენო, რეანიმაცია ყველაზე კარგი და გადასარევი გვაქვსო, შევთანხმდით რომ სიტყვაზე ვენდობით

გუშინ ლალი შეუფუთავი დადიოდა დერეფანში და მივხვდი რომ ერთი კვირის თავზე პირველად ვნახე როგორია. გრძელი თმა ქონია და მგონი ჭორფლებიც. გვერდით პალატაში ბავშვს ეთამაშებოდა კარის შუშის მიღმა - შე, ხახვის ფოჩოო... ჩემი ხახვის ფოჩები მენატრებიან“- წერს თეონა ცხომელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42