ჩინეთში ახალმა დაავადებამ იფეთქა- ინფიცირებულია ათასობით ადამიანი
15:46, 17 Sep, 2020     5683

ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში რამდენიმე ათასი ადამიანი დაინფიცირდა ბაქტერიული დაავადებით, რომელიც ხელისუფლების განხადებით, გამოწვეულია გასულ წელს ბიოფარმაცეფტულ ქარხანაში მომხდარი ეპიდემიის გავრცელებითა და გაჟონვით.

ქალაქ ლანჯოუს ჯანმრთელობის უწყებამ დაადასტურა, რომ 3245 ადამიანი ბრუცელოზის ინფექციით დაავადდა. ადამიანების აღნიშული დაავადებით დაინფიცირების გამომწვევი მიზეზი ხშირად მსხვილფეხა პირუტყვთან კონტაქტია, რომელიც ბრუცელის ბაქტერიის მატარებელია. ჯანდაცვის სამსახურების თქმით, ამ დრომდე არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევები. საერთო ჯამში 21 847 ადამიანი იქნა შემოწმებული ზემოხსენებულ ინფექციაზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს.

ბრუცელოზი, რომელსაც რამდენიმე სახელი აქ და მალტისა და ხმელთაშუაზღვის ცხელებასაც კი უწოდებენ, მძიმე ინფექციურ- ალერგიული დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ძალზე ხანგრძლივად 3 თვიდან 2 წლამდე. იგი ძირითადად აზიანებს ნერვულ სისტემას, ძვლებს, სახსრებსაც კი. ბრუცელოზის გამომწვევი შეიძლება იყო ისეთი ცხოველები, როგორიცაა ცხვარი, ხარი და ღორი. დაავადების ბაქტერიები ძირითადად გამოიყოფა აბორტის, მშობიარობის დროს, იგი აგრეთვე ხშირადაა რძეში , შარდთან და განავალთან ერთად.

ადამიანებზე ბრუცელოზის გადადება ძირითადად ხდება დაავადებული საქონლის რძის ნაწარმი პროდუქტების მიღებისას ან ინფიცირებული პირუტყვის ხორცის ჭამისგან.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოსა და რუსეთის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო
განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მორიგი ვიდეო
"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს განვითარება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე
"ეს იყო ჩვენი შეცდომა, ცოტა პოპულისტური გადაწყვეტილება.." - პაატა იმნაძე
ავარია წალენჯიხაში - 6 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს - სერგი კაპანაძე
იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს, შვედ და რუს ბიზნესმენებს შორის შუამავალია - სკანდალური ვიდეოჩანაწერი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42