საქართველოში ადამიანური კაპიტალის ინდექსის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში სწრაფი და რადიკალური რეფორმებია საჭირო," - სერგო ჩიხლაძე
18:20, 17 Sep, 2020     214


სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმად, ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ჩამორჩება. ჩიხლაძე საქართველოში ადამიანური კაპიტალის ინდექსის ამ უკიდურესად დაბალ მაჩვენებელს ქვეყანაში შექმნილ მძიმე დგომარეობას უკავშირებს.

„ადამიანური კაპიტალის ინდექსი ძირითადად ეფუძნება 2 კომპონენტს, როგორიცაა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების ხელმისაწვდომობა და ხარისხი. მსოფლიო ბანკის ამ კვლევით და ამ ინდექსით, ჩვენ საგრძნობლად ჩამოვრჩებით არა მარტო ევროკავშირის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც. საქართველოს ინდექსი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. შედარებისთვის, ადამიანური კაპიტალის ინდექსი უზბეკეთში არის 0.62, ყაზახეთში 0.63, სომხეთსა და აზერბაიჯანში 0.58, ესტონეთში-0.77. საქართველოში ადამიანური კაპიტალის ინდექსის ეს უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწრაფი და რადიკალური რეფორმებია საჭირო ქვეყანაში, რომ ადამიანებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა. მითუმეტეს, რომ COVID-19-ით განპირობებული პანდემია კიდევ უფრო დაამძიმებს და გააუარესებს ამ შედეგებს" - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოსა და რუსეთის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო
განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მორიგი ვიდეო
"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს განვითარება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე
"ეს იყო ჩვენი შეცდომა, ცოტა პოპულისტური გადაწყვეტილება.." - პაატა იმნაძე
ავარია წალენჯიხაში - 6 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს - სერგი კაპანაძე
იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს, შვედ და რუს ბიზნესმენებს შორის შუამავალია - სკანდალური ვიდეოჩანაწერი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42