ქვეყნის წინსვლისთვის ერთადერთი გზა გახლავთ ამ არჩევნების გამოყენება ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანისათვის - დავით ბაქრაძე
18:31, 17 Sep, 2020     177

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ლარის გაუფასურებასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეხმაურება.

დავით ბაქრაძის თქმით, ლარის გაუფასურება გამოიწვია ივანიშვილის ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რასაც დაემატა კორონაკრიზისის არასწორი მენეჯმენტი და ეკონომიკის ჩაკეტვა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ როგორც მთავრობამ, ისე ეროვნულმა ბანკმა უნდა გააუქმონ შემაფერხებელი რეგუალციები.

დავით ბაქრაძის თმით, ამ კრიზისის გადალახვის ერთადერთი გზა არის არჩევნების გამოყენება, რათა ქვეყანაში მოვიდეს გარდამტეხი ცვლილებები.

„ქვეყანა შესულია ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, ლარის უკვე ტრადიციად ქცეულ გაუფასურებას დაემატა გაზაფხულზე არასწორი მენეჯმენტის შედეგად ეკონომიკის მთლიანად ჩაკეტვა, დაემატა წელს, მთავრობის მიერ აღებული უზარმაზარი საგარეო ვალი და ეხლა ემატება ის წინასაარჩევნო ვალდებულებები, რომლითაც ასე უხვად ტვირთავს ბიუჯეტს ქართული ოცნება.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ერთჯერადი ინტერვენციებით და მხოლოლდ ეროვნული ბანკის მიერ დოლარის გაყიდვით ლარი ვერ გამყარდება. ლარის გამყარებას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, სჭირდება გადასახადების შემცირება, სამთავრობო ხარჯების რადიკალური შემცირება, სჭირდება იმ შემაფერხებელი რეგულაციების გაუქმება, რომელიც შემოიღო მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა.

ამ ყველაფერს ეს ხელისუფლება ვერ გააკეთებს, ამიტომ, ლარის გამყარებისთვისაც, ქვეყნის წინსვლისთვისაც და ეკონომიკური კრიზისის გადალახვისთვისაც ერთადერთი გზა გახლავთ ამ არჩევნების გამოყენება ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანისათვის.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოსა და რუსეთის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო
განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მორიგი ვიდეო
"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს განვითარება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე
"ეს იყო ჩვენი შეცდომა, ცოტა პოპულისტური გადაწყვეტილება.." - პაატა იმნაძე
ავარია წალენჯიხაში - 6 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს - სერგი კაპანაძე
იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს, შვედ და რუს ბიზნესმენებს შორის შუამავალია - სკანდალური ვიდეოჩანაწერი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42