ივანიშვილს და მის კლოუნებს არ აქვთ არც უნარი და არც ხედვა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ეკონომიკური კრიზისიდან - გიგა ბოკერია
18:39, 17 Sep, 2020     234

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ლარის გაუფასურებასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეხმიანება.

გიგა ბოკერიას თქმით, დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი. ბოკერიამ აღნიშნა, რომ იმის მაგივრად ხელისუფლებას შეემცირებინა წნეხი მოქალაქეებზე, ბოლო წლებში მან გაზარდა გადასახადები, რამაც გააუარესა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

გიგა ბოჯკერიას თქმით, დღეს, ამ კრიზისიდან მთავარი გამოსავალი არის გარდამტეხი ცვლილებები და როგორც ბოკერია ამბობს, ევროპული საქართველოს ხელკშეკრულებაში გაწერილია ყველა ის კონკრეტული გეგმა ,რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ჭაობიდან და წაიყვანს წინ.

”ის რაც ხდება დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც ხდება ბოლო 8 წლის განმავლობაში ლარის მერყეობა, გაუფასურება, არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკის. გადასახადების აწევის, ბიუროკრატიის ზრდის, მავნებლური ინიციატივების, ამ უტიფრობის, როდესაც დღესაც გვეუბნება ივანიშვილი, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფრის შეცვლას არ აპირებს. ივანიშვილის ხელსიფლებაში დატოვება არის კატასტროფის ტოლფასი, რადგან ეს ყველაფერი, დღეს, პანდემიის ფონზე, არის საციცოცხლო საფრთხის მატარებელი საშუალო კლასისთვის, განსაკუთრებით გაჭირვებული მოქალაქეებისათვის და მთლიანად საქართველოს ეკონომიკისათვის.

ივანიშვილის დამარცხებისთანავე აუცილებებლია გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრებაში ქონების დაბრუნება, რეალური რეფორმები ამ მიმართულებით, რათა ეკონომიკა გამოცოცხლდეს და ქვეყანაში ვალუტა შემოვიდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და შემოსავალი გაიზარდოს.

ივანიშვილს და მის კლოუნებს არ აქვთ არც უნარი და არც ხედვა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ეკონომიკური კრიზისიდან, თუმცა აქვთ უტიფრობა, რომელმაც ქვეყანა ასეთ ჩიხში შეიყვანა. ამრიგად, ეროვნული ბანკის ჩარევა არაფერს არ შეცვლის, რომც დროებით რამე დასტაბილურდეს, ამას სჭირდება ხელისუფლების შეცვლა და იმ გეგმის განხორციელება, რაც აქვს ევროპულ საქართველოს, ანუ გარდამტეხი ცვლილებების. დრამატული დაწევა გადასახადების და ეკონომიკის ამუშავება, რათა ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას და ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები.

გარე ფაქტორები შეიძლება არსებობდეს, თუმცა ქვეყანას ჰყავს მთავრობა იმისთვის, რომ მათ ნაბიჯები გადადგან თავად და იმის მაგივრად, რომ მათ შეემცირებინათ გადასახადები, პირიქით გაზარდეს და ფუნდამენტურად უარი თქვეს წნეხის შემცირებაზე, მათ შორის განსაკუთრებული გაჭირვების, პანდემიის დროსაც.

ამრიგად, თუ არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ვერ შეიცვლება მდგომარეობა. ჩვენ ხელშეკრულებაში, სადაც კონკრეტული პუნქტებია ჩამოწერილი, აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ შევასრულებთ მათ და ქვეყანაში მოვიტანთ გარდამტეხ ცვლილებებს.“ -განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოსა და რუსეთის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო
განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მორიგი ვიდეო
"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს განვითარება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე
"ეს იყო ჩვენი შეცდომა, ცოტა პოპულისტური გადაწყვეტილება.." - პაატა იმნაძე
ავარია წალენჯიხაში - 6 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს - სერგი კაპანაძე
იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს, შვედ და რუს ბიზნესმენებს შორის შუამავალია - სკანდალური ვიდეოჩანაწერი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42