მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, ამ კვლევით სურს ცვლილებები, ეს არის სწორედ ნება ჩვენი მოქალაქეების - გიგა ბოკერია
18:40, 17 Sep, 2020     221

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას ეხმიანება.

გიგა ბოკერიას თქმით, ამ კვლევაში, როგორც სხვა სანდო კვლევებში, ნათლად ჩანს მოსახლეობის ნება და მზაობა ცვლილებებისასთვის. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ცვლილებების შემდეგ, უნდა არსებობდეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამოვა ქვეყანა ჩიხდან, ხოლო როგორც ბოკერია ამბობს, ევროპული საქართველოს ხედვა, სხვა პარტიებისაგან განსხვავებით არის ორიენტირებული წინსვლაზე და ცვლილებებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა არის დაგვიანებული, რადგან აგვისტოს შუა რიცხვებშია ჩატარებული, ეს კვლევაც ასახავს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და რასაც ყველანი ვხედავთ. მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, ამ კვლევით სურს ცვლილებები, ეს არის სწორედ ნება ჩვენი მოქალაქეების, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და არის კატასტროფის ტოლფასი, თუმცა არც უკან არ უნდა დავბრუნდეთ, როგორც ეს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას სურს. ევროპული საქართველოს ხედვა არის წინსვლა და იმ ცვლილებებზე საუბარი მოქალაქეებთან თუ როგორ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან ივანიშვილის დამარცხების შემდეგ.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოსა და რუსეთის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო
განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მორიგი ვიდეო
"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს განვითარება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე
"ეს იყო ჩვენი შეცდომა, ცოტა პოპულისტური გადაწყვეტილება.." - პაატა იმნაძე
ავარია წალენჯიხაში - 6 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს - სერგი კაპანაძე
იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს, შვედ და რუს ბიზნესმენებს შორის შუამავალია - სკანდალური ვიდეოჩანაწერი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42