"ლელოს" თავმჯდომარის ინიციატივას ეკონომისტები პრაგმატულად მიიჩნევენ
პოლიტიკა - 20:31, 17 Sep, 2020 990
„მამუკა ხაზარაძის შეთავაზება, პრაგმატულ საზრისს ეყრდნობა,“-ასე აფასებს „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორი პაატა შეშელიძე. შეთავაზებული ინიციატივით მამუკა ხაზარაძე, მთავრობას ურჩევს ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა აქვს, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით. ხაზარაძის განცხადებით, ინიციატივის გააქტიურება მოგვაგებინებს დროს, რათა დავძლიოთ პანდემიის და სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული პირველი 6 თვე და მოქალაქეებს მივცეთ შანსი, გამოიყენონ, მათ ხელს არსებული მცირე რესურსი რათა გაზაფხულიდან დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ეს დროებითი მექანიზმი იქნება ჩანასახი, იმ 3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდისა, რომელიც, ლელოს მარშალის გეგმაშია მოცემული. ეკონომისტი პაატა შეშელიძე, მიიჩნევს, რომ ხაზარაძის იდეა, ბანკებმა განახორციელონ რეფინანსირება, როდესაც მსესხებლები ვერ იხდიან სესხებს, სრულიად მისაღებია. ამით ბანკები გადახდისუნარიან კლიენტებს შეინარჩუნებენ. „რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ შემთხვევაში კერძო ორგანიზაციას თავად შეუძლია შეცვალოს თავისი პირობები, შესთავაზოს მომხმარებელს რაიმე სიახლე, დაიცვას საკუთარი ინტერესები. ხოლო რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის შეთავაზება, პრაგმატულ საზრისს ეყრდნობა. გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ვერ ემსახურებიან საკუთარ სესხებს და ა.შ, ბანკებს შეექმნათ პრობლემები. ბუნებრივია, ამ ვითარებიდან უნდა მოიძებნოს გამოსავალი. ჩვეულებრივ, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბანკები ცდილობენ კი არ „დაახრჩონ“ კლიენტი, არამედ გაუხანგრძლივონ სესხის გადახდა, გააფორმონ მასთან ახალი ხელშეკრულება განსხვავებული პირობებით და ვადებით. ბუნებრივია, რეფინანსირება არ გულისხმობს სესხის პატიებას. მხოლოდ ვადაში იქნება ეს ყოველივე გადაწეული. შესაძლებელია კლიენტთან, მისი სურვილის შემთხვევაში, გაფორმდეს ახალი სესხი იგივე პირობებით, ოღონდ ახალ ვადებზე გათვლით. იდეა, რომ ბანკებმა განახორციელონ რეფინანსირება, რაკი მოქალაქეები ვერ იხდიან და ვერ ემსახურებიან სესხებს, სრულიად მისაღებია. ამგვარი მიდგომა, ზოგადად, ბიზნესის შემადგენელი ნაწილია: თუ ადამიანი ვერ იხდის, კი არ „ახრჩობ“, არამედ ახალ პირობებს სთავაზობ, რომ მერე მაინც გადაიხადოს. ამით ბანკები გადახდისუნარიან მსესხებლებს ინარჩუნებენ,“-აცხადებს პაატა შეშელიძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, სასესხო ვალდებულებებისგან სამი თვით გათავისუფლდენენ. ამავე დროს “ლელომ” მთავრობას, 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას შესთავაზა. როგორც რამდენიმე თვის წინ, პარტიაში აცხადებენ, აღნიშნული ფონდი მათ მიერ შეთავაზებული 6 - მილიარდიანი ანტიკრიზისული მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.ფონდი კი საშუალებას მისცემდა კომპანიებს, შეენარჩუნებინათ თანამშრომლების 80%.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა