საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ამ წარწერის გამო, ქართველმა სამართალდამცველებმა ქართველ სპორტულ ჟურნალისტს, რომელიც მოსკოვის "დინამოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" მატჩს ესწრებოდა, მაისურის გახდა მოსთხოვეს. მიზეზად კი დაასახელეს, რომ სტუმრებს - რუს ფეხბურთელებს, დისკომფორტი შეექმნებოდათ.
გარდა ამისა, ლოკომოტივის სტადიონზე სხვა ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცველებმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ გულშემატკივრებს ტერიტორია იმიტომ დაატოვებინეს, რომ ისინი "პუტინ ხუილოს" სკანდირებდნენ.
თბილისის "ლოკომოტივისა" და მოსკოვის" დინამოს" შეხვედრას პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მაყურებელი ვერ დაესწრო და სტადიონზე მხოლოდ ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.
კრემლის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მოსკოვის "დინამო" საქართველოში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის ჩასატარებლად ჩამოვიდა. "ლოკომოტივმა" მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები