"ვანო მერაბიშვილის პოზიტიური ცოდნა უნდა გამოადგეს ქვეყანას, მაგრამ მას აქვს ნეგატიური გამოცდილება, ამიტომ მე ვერ ვხედავ ჩემს თავს იმ გუნდში სადაც იქნება მერაბიშვილი" - ნიკა მელია
00:03, 18 Sep, 2020     915

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ საკუტარ თავს ვერ ხედავს გუნდში, რომელშიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნება.

"ჩემი აზრი არის შემდეგი: ვანო მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში მაშინ, როდესაც აბსოლუტურად განუკითხაობა იყო და ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო და ამას ვაფასებ. მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური.

მე პირადად, რაც მიმაჩნია მის მთავარ დიდ შეცდომად, როდესაც ახალგაზრდა გირგვლიანის ტრაკიგული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე. სამწუხაროდ, იგი დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხალხმა ეს დაივიწყა. სინამდვილეში, ეს დაილექა და როგორც დემოკრატიულმა ტალღამ, ისე დაარტყა ყველაფერთან ერთად 2012 წელს.

ამიტომ მე მიმაჩნია, რომ მისი პოზიტიური ცოდნა უნდა გამოადგეს ქვეყანას, მაგრამ ამ ადამიანს აქვს ნეგატიური გამოცდილება და მე პირადად, ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი. არსებობს ფასეულობები, არსებობს ღირებულებები." - ამბობს ნიკა მელია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოსა და რუსეთის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო
განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მორიგი ვიდეო
"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს განვითარება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე
"ეს იყო ჩვენი შეცდომა, ცოტა პოპულისტური გადაწყვეტილება.." - პაატა იმნაძე
ავარია წალენჯიხაში - 6 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს - სერგი კაპანაძე
იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს, შვედ და რუს ბიზნესმენებს შორის შუამავალია - სკანდალური ვიდეოჩანაწერი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42