სომალიში, ქალაქ მოგადიშუში შემზარავი ფაქტი მოხდა- თინეიჯერი გოგონა 11-მა კაცმა ჯგუფურად გააუპატიურა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მე-6 სართულიდან გადააგდო. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ადგილობრივთა დაყრდნობით ავრცელებს.
სამართლდამცავთა თქმით, 11 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და სხვა მოძალადეების ძებნაც აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ცნობილი ხდება, მსხვერპლი ერთ-ერთმამამაკაცმა მოგადიშუში ვაბარის ქუჩაზე მიიპატიჟა, რომლის შემდეგაც იგი კაცებმა შეიპყრეს და შეიყვანეს ოთახში, სადაც 11 ადამიანი უწყვეტად აუპატიურებდა.
ჰამდიმ სახლი პარასკევს შუადღისას დატოვა, რომლის შემდეგაც მისმა ოჯახმა 2 დღის თავზე მიიღო შეტყობინება, რომ მათი ქალიშვილის გარდაცვილი სხეული მედინას საავადმყოფოს მორგვში ინახებოდა.
ზემოხსენებულ ფაქტს ძალზე მწვავე რეაქცია მოჰყვა ადგილობრივი ისლამური ჯგუფებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ აუცილებელია სამართალი დადგეს და ეს ოჯახმა უნდა აღასრულოს იმ მოძალადეებს მიმართ, რომლებმაც მოკლეს ახალგაზრდა გოგო.
მასალის გამოყენების პირობები