"ორივე ფილტვზე ანთება მაქვს, ვერაფრით ვმალავ შიშს" – ვიკა ბუკიას მდგომარეობა დამძიმდა
11:28, 18 Sep, 2020     4998
ჟურნალისტ ვიკა ბუკიას ვირუსით გამოწვეული მოვლენები, გაურთულდა. ის კორონავირუსს მეცხრე დღეა საავადმყოფოში ებრძვის. როგორც ჟურნალისტი წერს, მას და მის მეუღლეს, ლევან გოგიჩაივილს ორივე ფილტვის ანთება აქვთ:

"ორივე ფილტვზე ანთება გვაქვს. და ხანდახსნ 39 მაქვს სიცხე. მაფრთხილებდნენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ამისა, ძალიან გამიჭირდა ამ რეალობის მიღება.
პანიკას მაინც არ ავყვები. თავიდან, პროტესტი მქონდა და უმწეობის განცდა. გამოვრთე ტელეფონი და გავითიშე. ყველაფერმა გამაღიზიანა უცებ. მაგრამ მერე ფიქრს იწყებ სხვებზე. რა დააშავეს ჩემი ოჯახის წევრებმა და იმათმა, ვისაც ცოტა მაინც ვეხმარები. ვიწყებ სიცხესთან ბრძოლას და აქ კაკუნს ერთდროულად. სიგიჟეა.

ვერაფრით ვერ ვმალავ შიშს. 39 რომ ვუყურებ თერმომეტრზე. და თან რატომღაც დარწმუნებული ვიყავი ამსიგრძე გოგოს ვერაფრით ვერ დამაგდებდა ეს ვირუსი. შეიძლება მშობირობის მერე ვერ მოვასწარი იმუნიტეტის აღდგენა და მიზეზიც ესაა. იმედი მაქვს ეს ჩემი პიკია და წავალ უკეთესობისკენ.

ლევანსაც ანთება აქვს, მაგრამ სიცხე უფრო დაბალი. ფრთხილად ვახველებ, თითქოს მეშინია ვინმე არ გავაღვიძო. ეს ჩემი პირველი ფილტვების ანთებაა. მახსოვს, ბებიაჩემს ქონდა ანთება. პატარა ვიყავი მაშინ. 80-ს გადაცილებული იყო და ყურს რომ ვადებდი მის მკერდს მესმოდა ბამბის ნაყინის ხრაშუნის ხმა. ბებიამ მაგის მერე კიდევ დიდხანს იცოცხლა. მამასაც ქონდა. მამას დიაბეტი აქვს და ღვიძლზე მკურნალობს სერიოზულად. ჰოდა, ჰქონდა და გადაიტანა. ირინასაც ქონდა ონაშვილს, სკოლაში რომ ვსწავლობდით. როცა ადგა იმსიგრძე იყო ყველას მოგვინდა ანთება. ჩავთვალე ანთების ბრალი იყო 2მეტრიანი რომ გაიზარდა და არა უშველებელი მამამისის გამო ამიტომ ვისაც ახლა მოხუცები, ქრონიკულები, ბავშვები გყავთ ინფიცირებული, ძალიან ნუ დაზაფრებით და ნუ ეძახით კორონას “სასიკვდილო ვირუსს”.

რა კარგად თქვა აქ ჩემმა ერთმა ფრენდმა: ეს არის არაჩვეულებრივი ვირუსი, რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენი ცხოვრების ჩვეულებად", – წერს ჟურნალისტი.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოსა და რუსეთის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო
განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მორიგი ვიდეო
"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს განვითარება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე
"ეს იყო ჩვენი შეცდომა, ცოტა პოპულისტური გადაწყვეტილება.." - პაატა იმნაძე
ავარია წალენჯიხაში - 6 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს - სერგი კაპანაძე
იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს, შვედ და რუს ბიზნესმენებს შორის შუამავალია - სკანდალური ვიდეოჩანაწერი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42