ბრიტანულ მედიაში ვრცელდება პედოფილი მკვლელის შემაძრწუნებელი ვიდეო, რომელმაც აუღელვებლად დატოვა თავისი სახლი მას შემდეგ, რაც 8 და 13 წლის გოგოები სასტიკად გააუპატიურა და მოკლა. აღნიშული ფაქტი მოხდა რუსეთში, ქალაქ რიბინსკში, სადაც ამ დრომდე აქტიურად ეძებენ 41 წლის ვიტალი მოლჩანოვს, რომელიც კადრებზე სატვირთოს წითელ და შავ სამოსში გამოწყობილი.
პოლიციელთა თქმით, ოფიცრებმა შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს, რომ 8 წლის ელენესა და 13 იანა საპრუნოვას სხეული დანით მიყენებული დარტყმების შედეგად დასახიჩრებული იყო. პედოფილმა თავდამსხმელმა გოგონების მკვლელობის შემდეგ, მათი სხეული რამდენიმე ნაწილად დაანაწევრა.
როგორც ირკვევა, ბავშვების 40 წლის განქორწინებულმა დედამ ერთი თვის წინ 1600 კილომეტრი გაიარა იმისათვის, რათა ზემოხსენებულ მამაკაცთან ერთად ეცხოვრა. მათ ერთმანეთი უერთიერთგაცნობის ინტერნეტ ჩატში გაიცნეს.
ქალმა არ იცოდა თავისი შეყვარებულის წარსულის შესახებ- მისთვის უცნობი იყო ინფორმაცია, რომ ვიტალი მოლჩანოვს ბავშვების მკვლელობისა და სექსუალური თავდასხმის გამო 10 წელზე მეტი ჰქონდა ციხეში გატარებული.
მასალის გამოყენების პირობები