კრიზისის ერთადერთი გამოსავალი არის წნეხის სწრაფად დაწევა მოქალაქეებისათვის - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 12:41, 18 Sep, 2020     497



ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ლარის გაუფასურებასა და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობს, რითაც შესაძლოა კრიზისის დაძლევა.

გიგა ბოკერიას თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის მავნებლობა და უტიფრობა, რომ ისინი არ აპირებემნ რაიმეს შეცლას და აცხადებენ , რომ იგივე პოლიტიკას გააგრძელებენ.

ბოკერია მთავრობას მოუწოდებს გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები, რათა შემცირდეს წნეხი მოსახლეობაზე:

· საშემოსავლო გადასახადის დაწევა

· დამატებითი ღირებულების დაწევა

· აქციზის გადასახადის დაწევა

· საზღვრების გახსნა და რეგულარული ფრენების აღდგენა.

გიგა ბოკერიას თქმით, ეს ნაბიჯები დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს და ამის შედეგი დაეტყობა ყოველ მოქალაქეს, მათ შორის მეწარმეებს, საშუალო კლასს და გაჭირვებულ ადამიანებს.

„ივანიშვილის გუნდის მართველობის პირობებში ლარი გაუფასურდა ჯამში 1.65-დან 3.13 ლარამდე, დოლართან მიმართებაში. მარტო ამ 9 თვის განმავლობაში რომ დავითვალოთ, მინიმუმმ 30 თეთრით არის გაუფასურებული ლარი. ამან დაარტყა პირდაპირ იმ ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ აღებული სესხი და პანდემიის და ეკონომიკის ძალიან რთულ მდგომარეობაში ყოფნის დროს, ეს არის უმძიმესი ვითარება ყოველდღე ადამიანებისათვის. მათთვის, ვისაც გადაუვადეს სესხები, ეს პრობლემა არ გამქრალა და ეხლა ისევ მწვავედ დგას საკითხი. ზოგადად, ამან დაარტყა ყველას, რადგან იმპორტირებულ საქონელზე ფასების ავარდნამ მყისიერად იმოქმედა საშუალო და გაჭირვებულ კლასზე.

ეხლა მიდის მრავალი მოწოდება და სპეკულაცია, რომ გადავადდეს კიდევ სესხები, არის აგრესიული განცხადებები, რომ ეს ეხლავე უნდა მოხდეს, ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად როგორ მოიქცევიან ბანკები ან მთავრობასთან რა მოლაპარაკებები აქვთ მათ, მაგრამ ჩვენ ვიცით რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ იმისათვის, რომ ყველას შეუმსუბუქოს ტვირთი მყისიერად და მისცეს შესაძლებოლაბა ბანკებს პროცენტებმა დაიწიოს და რეალური იყოს არამარტო ერთი თვით გადავადება იმ ხალხისათვის სესხების, რომელთაც ცუდი მდგომარეობა აქვთ, არამედ გრძელვადიანად ამ პრობლემის მოხსნა.

ერთადერთი გამოსავალი არის წნეხის სწრაფად დაწევა მოქალაქეებისათვის და გადასახადების დაწევა. ჩვენ გვაქვს დათვლილი, კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა მოხდეს როგორც საშემოსავლო გადასახადზე, ისე დღგ-ზე, ისე აქციზზე. შეგახსენებთ, რომ დღგ და საშემოსავლო გადასახადი პირდაპირ არის კავშირში იმ ხალხთან, ვინც ოფიციალურად დასაქმებულია, მათ შორის ბანკებს, ვისაც ამის შედეგად დარჩებათ მეტი რესურსი და შესაძლებლობა, რომ გადაავადონ სესხები დაბალ პროცენტში, ეს არ იქნება პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტა.

ასევე აქციზის გადასახადი, რომელსაც ირიბად იხდის ყველა მოქალაქე. საგულისხმოა ტურისტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებით გადადგმული კატასტროფული ნაბიჯები, როდესაც უსაფრთხო ქვეყნებიდანა კი, როგორიცაა პოლონეთი, არ არის გახსნილი მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოში. ამით მთავრობა პირდაპირ ამცირებს დოლარის შემოსვლას ქვეყანაში, რაც არის უშუალო მიზეზი ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის.

ეს ნაბიჯები გადასადგმელია სწრაფად, ჩვენ არ გვჯერა, რომ ივანიშვილის მთავრობას აქვს პოლიტიკური ნება, იმისა, რომ ეს ნაბიჯები გადადგას დღეს, რადგან მათი დამოკიდებულება არის უტიფარი თვითკმაყოფილება და ის, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ. თუმცა ეს ცვლილებები არის აუცილებელი და თუ ამას ივანიშვილის მთავრობა ეხლავე არ გააკეთებს, რაც სამწუხაროდ შესაძლოა ესე მოხდეს, ეს უნდა გაკეთდეს მყისიერად არჩევნებში მათი დამარცხების შემდეგ. ეს არის კონკრეტული გათვლა, თუ რა უნდა გაკეთდეს და არა რაიმე სადღეგრძელო, თუ რა უნდა გაკეთდეს, ეს არის ის ცვლილებას, რასაც ევროპული საქართველო განვახორციელებთ და ამით ადამიანებს და მეწარმეებს შეუმსუბუქდებათ წნეხი.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42