თბილისის მერია იმდენივეს ხარჯავს თბილისის სხვა ქუჩების განათებაში, რამდენსაც მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე - ამის შესახებ კვევა "ფლანგვის დეტექტორმა" ჩაატარა.
მათი ინფორმაციით, განათებაში “თბილსერვის ჯგუფი” “მონტაჟ ჯორჯიას” უხდის, რომელიც ტენდერიდან 2-ჯერ დისკვალიფიცირდა, მაგრამ მერე პირდაპირი შესყიდვა გაუფორმეს;
როგორც ირკვევა, “მონტაჟ ჯორჯიას” ერთი დამფუძნებელი პაატა სულაბერიძეა – შპს „ურეკი რეზიდენსის“ დირექტორი, რომლის მფლობელი 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი, 2017 წლიდან კი ბერა ივანიშვილია;
მეორე დამფუძნებელი დავით კახიანი “მონტაჟ ჯორჯიას” დაარსებამდე “ქართუ-ში”, მთვარი ენერგეტიკოსის პოზიციაზე მუშაობდა;
2012-2020 წლებში სახელმწიფომ “მონტაჟ ჯორჯიას” ჯამში 3,530,323 ლარის უტენდერო, პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა, აქედან 2 მილიონზე მეტი – ბოლო ორი წლის განმავლობაში.
მასალის გამოყენების პირობები