“არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მათ მოუწევთ ტყეში ჩემი ცხედრის ნახვა…"- რა ჩანაწერები აჩვენეს ჟურნალისტებს პროკურატურაში?
სამართალი - 16:32, 18 Sep, 2020     11964
გენერალურ პროკურატურაში ბაჩალიაშვილის საქმეზე გამართული ბრიფინგის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უჩვენეს ვიდეო კადრები და მოასმენინეს აუდიო ჩანაწერები, სადაც, პროკურატურის მტკიცებით, ახალგაზრდა პროგრამისტი გარდაცვალებამდე ნახევარი წლით ადრე საუბრობს იმ მძიმე გარემოებებზე, რაც მას ფსიქოლოგურ წნეხში აქცევდა და თვითმკვლელობის სურვილს უჩენდა.

ტვ პირველის ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია პირდაპირ ჩართვაში ყვება, რომ ვიდეოც და ჩანაწერებიც საკმაოდ მძიმე იყო და რომ იქ გამოიკვეთა თამარის ნეგატიური ემოციური ფონი, რომელიც მის ვიზუალს, სასიყვარულო ისტორიას, სამსახურსა და განათლებას უკავშირდება:

„მედიის წარმომადგენლებს გვაჩვენეს ხუთი ვიდეო, უფრო სწორად რომ დავაკონკრეტო, ორ ვიდეოში ბაჩალიაშვილი თავად ჩანს და დანარჩენ სამ ჩანაწერში ისმოდა მხოლოდ ხმა. პირდაპირ ვიტყვი - ეს იყო საკმაოდ მძმე მოსასმენი. ვიდეოში, სადაც თავადაც ჩანდა თამარი, საუბრობდა, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო რთული, ჰქონდა პრობლემები სამსახურში, უნივერსიტეტში, არ იყო კმაყოფილი მისი სწავლით, ჰქონდა მოლოდინი, რომ პარიზში ვეღარ გააგრძელებდა სწავლას და ეს მისთვის იყო ძალიან რთული. მას ასევე არ მოსწონდა საკუთარი თავი, არ აკმაყოფილებდა თავისი ვიზუალი და ადვოკატმაც აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილი გასახდომ აბებს ღებულობდა. ვიდეოში საკუთარ თავს ესაუბრება - სექტემბრამდე გაძლევ, თამარ, დროს, რომ გახდე, ეცადე, რომ დამშვიდდე, არავის მიაქციო ყურადღება, მაქსიმალურად თბილი იყო ადამიანების მიმართ, კონფლიქტში არავისთან შეხვიდე, იმიტომ, რომ შენ ხარ საუკეთესო. ასევე მძიმე იყო აუდიოჩანაწერების მოსმენა, რომელშიც საუბრობდა სამსახურეობრივ გარემოებებზე, ნიკა გეჯაძეზე, რომელიც კომპანია „ზეგ“-ში იყო მენეჯერი და გახლდათ თამარის უშუალო უფროსი. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობა, თამარს ჰქონდა სიმპათია ნიკას მიმართ. ეს ურთიერთობა შემდგომ აღარ გაგრძელდა, სავარაუდოდ, რადგან თამარი ჩანაწერში ამბობს, რომ აღარ უნდა მოიქცეს ნიკასთან მიმართებაში ისე, როგორც მოიქცა, რადგან ის არის მისი უფროსი და ყველასთან იქცევა ისე, როგორც ეს უფროსს ევალება, ამიტომ მან ეს ყურადღება ზედმეტად არ უნდა ჩათვალოს. თამარმა ასევე გაიხსენა ერთ-ერთი შეხვედრა, სადაც თანამშრომლებთან ერთად იყო წასული სამსახურის შემდეგ, აღნიშნა, რომ ისინი არ მოექცნენ კარგად და ამის გამო გაბრაზებული იყო.

ყველაზე მძიმე მოსასმენი რაც იყო ამ ჩანაწერებში, არის ის, რომ თამარი საუბრობდა თავის მოკვლაზე და ყველა ხერხი იცოდა ამისთვის, თუმცა ერიდებოდა და ეშინოდა დედამისისა და მამამისის, ყველაზე მეტად კი მის ძმას უფრთხილდებოდა, ეცოდებოდა მისი ოჯახის წევრები. ერთ-ერთი ასეთი ფრაზა იყო ვიდეოში - არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მათ მოუწევთ ტყეში ამოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა. ამბობდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა თვითმკვლელობა თავიდან აეცილებინა, მაგრამ თუ ამას მაინც იზამდა, ის წინასწარ უხდიდა ოჯახს ბოდიშს".

ცნობისთვის, დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი ეს არის მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

მათივე მტკიცებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით მტკიცდება, რომ ბაჩალიაშვილს მედიკამენტები არა ინექციის გზით, არამედ პირის ღრუდან აქვს მიღებული. ამასთან, პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42