ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
17:31, 18 Sep, 2020     412
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამიტომ ინფიცირებულებს თანამშრომლებთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ.

"საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი კი ონლაინ რეჟიმში 28 სექტემბრიდან დაიწყება. კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან და სტუდენტებთან შეხება არ ჰქონიათ. ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს", - წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოსა და რუსეთის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო
განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მორიგი ვიდეო
"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს განვითარება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე
"ეს იყო ჩვენი შეცდომა, ცოტა პოპულისტური გადაწყვეტილება.." - პაატა იმნაძე
ავარია წალენჯიხაში - 6 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს - სერგი კაპანაძე
იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს, შვედ და რუს ბიზნესმენებს შორის შუამავალია - სკანდალური ვიდეოჩანაწერი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42