„ეს ფოტოები მე მოვიპოვე, ჩემი თხოვნით, ჩემმა მეგობრებმა, პარტნიორება, კონფიდენციალური წყაროს მეშვეობით ეს ფოტოები გადმომაწოდეს მე, მე მივეცი რამიშვილის იმიტომ, რომ ბაჩალიაშვილის საქმე არის კერძო ეპიზოდი იმ დიდი საქმის, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ. საერთაშორისო აფიორაა ძალიან სერიოზული, დიდ ფინანსურ აფიორას უკავშირდება, ფულის გათეთრების სქემებია, თავს იყრის მათ შეფთან, რეიხბახი ცნობილი [..] და საქართველოს, როგორც სხვა ქვეყნებს ძალიან კარგად იყენებენ. მოკლედ რომ გითხრათ, ამ გოგომ თავისდა სამწუხაროდ ცოტა მოუკრეფავში შეტოპა, აიღეს და მოიშორეს ყოველი შემთხვევისთვის. მარტივი და ცალსახაა, მათი დასკვნა არის ყალბი, - თქვა დავით ფურცხვანიძემ“.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ რამიშვილმა საჯაროდ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომელმაც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები